“განსხვავებით დასავლეთისგან, მუქარა და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არ არის“– ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვა პრემიერირაკლი კობახიძის განცახდებას, რომლის თანახმადაც მას ევროკომისარი დაემუქრა.
მისი თქმთ, რადგან თბილისი არ ემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას, საქართველო მაშინვე დაადანაშაულეს დემოკრატიის გზიდან გადახვევაში.
“რასაც ახლა ვუყურებთ, არის მორიგი ფაქტი აშშ-ის ცინიკური და უცერემონიო ჩარევისა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. ახლა ვაშინგტონში არ მოეწონათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ქართული კანონი. შემდეგ რა იქნება? კიდევ რომელი კანონი არ მოეწონება ვაშინგტონს? თუ ახლა თბილისი და ქართველი ხალხი დაემორჩილება ამ შანტაჟს, აჩვენებენ, რომ მათ ყველაფერი შეიძლება გაუკეთო….
რაც გააკეთეს კიდეც — ახლა არ არსებობს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ყველაფერი გათელილია კოლექტიური დასავლეთის მიერ შეერთებული შტატების მეთაურობით. შეხედეთ აშშ-ის განცხადებას — რადგან თბილისი არ ემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას, საქართველო მაშინვე დაადანაშაულეს დემოკრატიის გზიდან გადახვევაში. მაშინვე თქვეს, რომ საჭიროა დასჯა. ახლა შეერთებული შტატები და მოკავშირეები საქართველოს ემუქრებიან პერსონალური სანქციებით, ევროატლანტიკური პერსპექტივის დაბლოკვით, უვიზო რეჟიმის შეჩერებით, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევით. და ეს მხოლოდ ერთი კანონია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ყველა თანხა უნდა იყოს დეკლარირებული, თუ ისინი შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ისახავს მიზნად.
მოსყიდვა უნდათ? არ იციან, ვისთან აქვთ საქმე? ეს არის კოლონიალური პრაქტიკა, დააშინონ, გატეხონ და მოატყუონ. განსხვავებით დასავლეთისგან, მუქარა და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არ არის“– განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას მას ევროკომისარი დაემუქრა. კობახიძის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის შემთხვევაც გაუხსენა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა.