“ვენეციის კომისიამ დაადასტურა და საბოლოოდ ბეჭედი დაუსვა პოზიციას – ეს კანონი არ ექვემდებარება გაკეთილშობილებას და გაუმჯობესებას,” – ამ განცხადებას “რეაქციაში” “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.
ნაცვლიშვილი ვენეციის კომისიის უმწვავეს დასკვნას ემხაურება, სადაც მოწოდებაა ხელუისუფლების მიმართ, რომ რუსული კანონი გააუქმოს.
ვენეციის კომისიამ დაადასტურა და საბოლოოდ ბეჭედი დაუსვა იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ათასობით მოქალაქეს, პროდასავლურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტს და საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ამ კანონთან მიმართებაში – ეს კანონი არ ექვემდებარება გაკეთილშობილებას და გაუმჯობესებას.
ძალიან მარტივად ვიტყვი, ეს არის კანონი, რომელიც მიზნად ისახავს მკვლელობას – დემოკრატიული პროცესის მკვლელობას ამ ქვეყანაში. „ქართულ ოცნებას“ უნდა, გახსნას დისკუსია იმაზე, ეს მკვლელობა ჩაიდინოს ცივი იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღით, გაზით თუ სხვა შუა საუკუნეების იარაღით, მათთვის ეს არის დისკუსია და მკვლელობას როგორ ჩაიდენ და როგორ მოკლავ ამ ქვეყანაში დემოკრატიის პერსპექტივას, ამაში შეყოლას მათთან არავინ აპირებდა.
ამ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს ასამი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამართლებრივი შეფასება – ყველა ამბობს ერთსა და იმავეს.
თავმოყვარეობის საკითხია, რომ გვჯეროდეს ამ ძალის, რომელსაც რაღაც ხმები ესმის – ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ის სკამი შეინარჩუნონ… სკამებზე ჩაბღაუჭებული ადამიანები უფრო დიდ აბსურდებსაც ილაპარაკებენ ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება,“ – ამბობს ნაცვლიშვილი.