არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აქტივისტი, საბა სხვიტარიძე დღეს საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც სხვიტარიძემ განაცხადა, გამოკითხვაზე დაბარებები დაშინებას ემსახურება, რათა მოქალაქეებმააქციებზე აღარიარონ.
“ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი კითხვები ჰქონდათ, ეს ემსახურება რეალურად დაშინებას, რომ ხალხი პროტესტზე აღარ მივიდეს და სამოქალაქო აქტივისტები ესე დააკავონ და ყოველდღიურად, აი როგორც მოგეხსენებათ, გუშინაც მქონდა ჩანიშნული სასამართლო ადმინისტრაციულ სარჩელზე, დღეს ამ საქმეზე მქონდა და მოკლედ ესე ყოველდღიურად დროს გვიწელავენ და დროს გვახარჯვინებენ,” – განაცხადა სხვიტარიძემ.
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოკითხვები მაგისტრმა მოსამართლეებმა დაიწყეს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართრალდარვევებზე ჩანიშნული პროცესების ნაწილი დასრულდა და 2000-2000 ლარით დააჯრიმეს ის პირები, რომლებიც პოლიციამ აქციების დროს დააკავა, თან სცემა და თან დანაშუალის ჩადენა დააბრალა.