19 აპრილიდან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„19 აპრილიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები 5 დღიანი კარანტინის ნაცვლად ანტიგენის ტესტს დაექვემდებარებიან.
ასევე ისინი ნებაყოფლობით ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ვაქცინის ორი დოზით აცრის შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში, გიორგი ღიბრაძემ.