რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი დედაქალაქში არ წყდება.
ამ წუთებში თბილისის ქუჩებში რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს.
მე-12 კლასელებმა მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყეს დაპარლამენტისკენ მიემართებიან. სტუდენტები კი წერეთლის მეტროდან და სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოდან სააკაძის მოედნისკენ მიემართებიან.
ახალგაზრდების თქმით, ისინი არ დაიღლებიან და მანამდე იდგებიან ქუჩაში, სანამ ხელისუფლება ხელმეორედ დაინიცირებულ და მესამე მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.
ცნობისთვის, რუსული კანონის წინააღმდეგ აქიციბი რამდნეიმე კვირის განმვლობაში მიმდიარეობს. აქტივისტები მთავრობისგან კანონის უკან გაწვევას მოითხოვენ.