მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“სსიპ – მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის №1 საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, ქალბატონი ზაირა პაატაშვილის გარდაცვალების გამო. მან აღზარდა ის თაობები, რომელთაც ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიული სკოლის გამორჩეული ტრადიციები. ქალბატონმა ზაირამ თავისი კეთილშობილებით, განათლებით, ერუდიციით, საქმისადმი და ადამიანებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით შექმნა მთელი ეპოქა. იგი არასოდეს წასულა მშობლიური სკოლიდან, ყოველ სასწავლო წელს ვიწყებდით მისი სატელეფონო მილოცვით. მისი მოგონებები, მისი პირადი საუბრები, მისი ფიქრები ყოველთვის მშობლიურ სკოლას დასტრიალებდა.
ვემშვიდობებით ქალბატონ ზაირას, როგორც ღვაწლმოსილ პედაგოგს, როგორც საუკეთესო მეგობარს, როგორც პირველი სკოლის დიდ გულშემატკივარს, მასზე უსაზღვროდ შეყვარებულს.
ჩვენ გულებში მისი ხსოვნა მარადიულია!”