Monday, September 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ელჩებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის მონაწილეები არიან… მათ კომპასი უნდა გაასწორონ”– გეგელია

May 19, 2024
“ელჩებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის მონაწილეები არიან… მათ კომპასი უნდა გაასწორონ”– გეგელია

საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან, – ამის შესახებ “ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს.

ოპოზიციის წევრი ქართველ დიპლომატებს მოუწოდებს, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღონ და ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ. მისი თქმით, წარმოუდგენელია თავმოყვარე დიპლომატმა აღმასრულებელი ხელისუფლების კურსსა და საკუთარი მისიის მიზნებს შორის რაიმე საერთო გამონახოს.

“საქართველოს ყველა ელჩმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ დღეს ისინი რუსული სპეცოპერაციის თანამონაწილეები არიან.

პრეზიდენტის ვეტო, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტების განცხადებები, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის განცხადება მომავალ სანქციებთან დაკავშირებით, ასობით გამხმაურება მსოფლიო ლიდერების მხრიდან – ეს საკმარისზე მეტი საფუძველია იმის გასაცნობიერებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად გავიდა კონსტუტუციური ჩარჩოდან, ღიად შეცვალა საგარეო ვექტორი და საბოლოოდ მოაწერა ხელი კაპიტულაციას.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც საელჩოებს  26 მაისის ღონისძიებებსაც კი აუქმებინებს, მანამ სანამ პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ღიად სდებს ბრალს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაში, დე-ფაქტო ბელადი კი გლობალურ შეთქმულებებზე საუბრობს. 

ასეთ ვითარებაში, წარმოუდგენელია თავმოყვარე დიპლომატმა შეძლოს რაიმე საერთოდ გამონახვა აღმასრულებელი ხელისუფლების კურსსა და საკუთარი მისიის მიზნებს შორის. ამ ხელისუფლების დესპანობა აღარ არის თავსებადი ქართველის ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანის მსახურებასთან. 

ყველა დიპლომატს, რომელიც არ მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ იმ ხელისუფლების ნებას და ინტერესებს, რომელიც ღალატობს საქართველოს ინტერესებს. შესაბამისად, ისინი არიან პასუხისმგებლობის თანაზიარი და მონაწილეობენ რუსული დაზვერვის გეგმის აღსრულებაში. 

თუმცა, დროები სწრაფად იცვლება და ქართველი ხალხი სულ მალე გაასწორებს ეროვნულ კომპასს, როდესაც ახალი ხელისუფლების კურსი ხელახლა დაემთხვევა ერის ნებას. როცა კომპასი გასწორდება, 

ამ დროს, საგარეო სამსახურში აღარ იქნება იმ დიპლომატების ადგილი, ვინც კრიტიკულ მომენტში სამშობლოს და სახელმწიფოს საგარეო ინტერესების დაცვას პირადი კომფორტი და კარიერული კონფორმიზმი ამჯობინა. ან ახლა, ან აღარასდროს – ეს არის ბოლო მომენტი, როდესაც საქართველოს ელჩებმა კომპასი უნდა გაასწორონ და ერის გვერდით დადგნენ, – ამბობს გეგელია. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის – ცვლილებები ბრძანებაში
  • სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge