რუსული კანონის გასაპროტესტებლად, ევროპის მოედანზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ. ისინი მსვლეობს სახელწოდებით “ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!” მართავენ.
“ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს და შევქმნით ცოცხალ ჯაჭვს გამარჯვებისთვის.
არ ვშინდებით, არ ვიღლებით – ვიბრძვით.
გელოდებით აქცია-პერფომანსზე,
ჩვენი მომავლის დასაცავად!
ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!” – დაწერეს აქციის ორგანიზატორებმა.
კიდევ ერთი აქცია ვაჟა-ფაშაველას გამზირზე 17:00 საათზეა დაანონსებული. მომიტინგეების მიზანი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას (გაგარინის) მოედნის პარალიზებაა.
შეგახსენებთ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები უკვე კვირების განმავლობაში მიმდიმარეობს. აქტივისტები მთავსობისგან კანონის უკან გაწვევას მოითხობს.