რამდენიმე თვეა, რაც ქვეყანაში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა. თუმცა, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობს.
საქართველოში 17 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.35%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, დადებითობის მაჩვენებელთან ერთად აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს.
მისი თქმით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე.