“სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლაშა დიაროვი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს.
დიაროვი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე მოქალაქეების გამოკითხვაზე დაბარება ხალხის დაშინების მცდელობაა.
“4-მა კაცმა დამირეკა, ზოგი გამომძიებელი იყო, ზოგი უბნის ინსპექტორი, ბოლოს ეს ფურცელი გადმომცეს და წავიდნენ. ხალხის შეშინებას ცდილობენ. არავის არაფრის არ შეგეშინდეთ და განყოფილებაში არ მიხვიდეთ! ადვოკატის გარეშე მითუმეტეს ფეხი არ შედგათ პოლიციის შენობაში. სამართლებრივი დახმარება თუ დაგჭირდებათ დამირეკეთ და დაგაკვალიანებთ: 577030550. ვერ შეგვაშინებენ! გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წერს დიაროვი.
ცნოვისთვის, კრიმპოლმა გამოკითხვაზე დაიბარა “გირჩი–მეტი თავისუფლების”ლიდერი ზურა ჯაფარიძეც.