ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დღეს მოქალაქეები შეკრიბნენ, რის შემდეგაც ქალაქში მსვლელობაც მოეწყო.
აქციაზე მყოფი ერთ–ერთი მოქალაქე 9 აპრილსა და ქვეყნის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საუბრობს. მოქალაქე, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, აცხადებს, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობას 9 აპრილის გარეშეც მიპოვებდა.
“ძალადობა არ მიახავს არავის მხრიდან…ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას…”– აცხადებს მოქალაქე.
ცნობისთვის, დღეს, 17 მაისს, საქართველოში, პატრიარქის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
ქაშვეთის ეკლესიაში ამ დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, პარლამენტის წევრები და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.