“ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი!”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დღეს გამართულ მსვლელობაზე დაწერა.
“ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა – ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა – ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც!” – წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, დღეს, 17 მაისს, საქართველოში, პატრიარქის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.
ქაშვეთის ეკლესიაში ამ დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, პარლამენტის წევრები და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.