ყავის კარაქში მოხარშვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. კარაქის დამატებით სასმელი ხდება უფრო რბილი, კრემისებრი ნოტებით გაჯერებული.
კარაქიანი ყავა ერთ-ერთი ყველაზე კარგი გასახდომი საშუალებაა?
ზედმეტი წონის მოშორებაში პალეოლიტური მეთოდი, ანუ კარაქიანი ყავა დაგეხმარებათ.
ბოლო დროს ამ სასმელმა ინგლისსა და ამერიკაში გადატრიალება მოახდინა დიეტოლოგიაში. კარაქიანი სასმელი საოცარი ცხიმისმწველი საშუალებაა, – წერს დასავლური პრესა.
კარაქის წყალობით სასმელი უფრო მსუყე და ნოყიერი ხდება. ეს დაგეხმარებათ კვებათა შორის თავიდან აიცილოთ არაჯანსაღი სასუსნავების მიღების სურვილი, რადგან ყავა კარაქით ადვილად აქრობს შიმშილის გრძნობას რამდენიმე საათის განმავლობაში.
კარაქისა და ყავის კომბინაციას ბევრი სხვა სასარგებლო თვისება აქვს:
ის 50%-ით ამცირებს კიბოს გავრცელების რისკს და 7%-ით-მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებას.
აფერხებს ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც იწვევენ პირიდან არასასიამოვნო სუნს.
სასმელი ხელს უწყობს არტერიების გაწმენდას და აუმჯობესებს ტვინის ფუნქიონირებას .
ის დაგეხმარებათ ცხიმების რაოდენობა შეამციროთ მინიმუმამდე.