“რაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი “რუსულ კანონთან” დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აზიარებს
ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ კანონის მიღებით არ წყდება ქვეყნის ბედი, არამედ რუსული კანონპროექტის დამტკიცება რეჟიმის შეცვლის მოტივი უნდა გახდეს.
“1. კანონის მიღება, არ მიღებით, ამ ქვეყნის ეგზისტენციური პრობლემა არ წყდება – ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა შეიცვალოს.
2. კანონის მიღება რეჟიმის ცვლილების სტიმულად უნდა გადაიქცეს – დასავლეთის რეაქცია კანონის მიღების შემდეგ ამაში დაგვეხმარება და პროტესტი ამისთვის უნდა მოემზადოს.
3. რეჟიმის ცვლილებას მარათონის ნებისყოფა სჭირდება, ბიძინას ამოცანაა რომ წინააღმდეგობის ნებისყოფა კანონზე გაფლანგოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს – we need to keep calm and carry on.
4. ვინც დაიჭირეს, ან ვისაც ვერ პოულობთ და ახლობლები ღელავთ, მოგვწერეთ რომ ყურადღებით ვიყოთ”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.