ვერძი
ამ დღეს კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ახალგაცნობილ ადამიანებზე. მარტოხელა ვერძებს რომანტიკული თავგადასავალი ელით, რომელიც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. არახელსაყრელი დღეა რთული, დამღლელი სამუშაოსთვის, რომელიც ყურადღებას საჭიროებს – თავადაც გრძნობთ, რომ სწრაფად იღლებით და შეცდომებს უშვებთ.
კურო
ამ დღეს ახლობლებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებით და ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავთ. დიპლომატიური უნარების დამსახურებით ხანგრძლივი კამათის თავიდან აცილებას, კომპრომისების პოვნას და გეგმების შეთანხმებას შეძლებთ. ახალი იდეების განხორციელებაში მეგობრები დაგეხმარებიან. სუფთა ჰაერზე დასვენება განწყობას აგიმაღლებთ.
ტყუპები
ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებაში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ყველაზე მეტად სარისკო ოპერაციებს და ფულის ხარჯვას ერიდეთ. შესაძლოა, უამრავი უსარგებლო ნივთი შეძენაში უკანასკნელი ლარი დახარჯოთ და ხელფასამდე უფულოდ დარჩეთ. გირჩევთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ. დროა, ბოლო დროს წარმოქმნილ პრობლემებზე იფიქროთ. ამ დღეს გამოსავლის პოვნის შანსი გექნებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს სიტუაციის რეალურად შეფასება გიჭირთ, ზედმეტად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ. შესაძლოა ოჯახში ფულის გამო დაძაბულობა წარმოიშვას – ფიქრობთ, რომ ოჯახის წევრები ფულს უსარგებლო ნივთებში ხარჯავენ. მოგზაურობა და ახალი ადგილების ნახვა ახალ იდეებს და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ადამიანებს ადვილად ხიბლავთ და მაგნიტივით იზიდავთ. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი. ახალი ურთიერთობები მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა, ძველი გატაცება შემოსავლის წყაროდ იქცეს. ბევრი ლომი მოულოდნელად მიიღებს იმას, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობდა.
ქალწული
ნაყოფიერი დღე გელით. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ საქმეს, რომელსაც აქამდე ვერ უმკლავდებოდით. დღეს წარმატების შანსები იზრდება. სწრაფად აგვარებთ პრობლემებს, რომლებიც კრეატიულობას მოითხოვს. სირთულეები გელით იქ, სადაც შრომისმოყვარეობა და დეტალებისადმი ყურადღებაა საჭირო. გირჩევთ სამომავლო გეგმები საყვარელ ადამიანებთან ერთად განიხილოთ – მათი იდეები სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
სასწორი
ნუ აჩქარდებით. სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, მიზნები და პრიორიტეტები განსაზღვრეთ და რაც მთავარია, საკუთარ გრძნობებში გაერკვიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროსა და ენერგიას ტყუილად დაკარგავთ . ფულთან დაკავშირებულ საკითხებს დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ. რისკისა და თავგადასავლების მოყვარულ სასწორებს დანაკარგი ელით. ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების რჩევებს – შესაძლოა, ძველი პრობლემის გასაღები იპოვოთ.
მორიელი
მეტისმეტად მძაფრად რეაგირებთ ყველაფერზე, რაც თქვენ გარშემო ხდება. ყველაზე უწყინარ სიტყვებშიც კი ფარულ აზრს ეძებთ და ადამიანებს ეჭვით უყურებთ. მოსალოდნელია უთანხმოება ადამიანებთან, რომლებიც ადრე ყველაფერში მხარს გიჭერდნენ. იპოვეთ ძალა, რომ სიტუაცია მშვიდად განიხილოთ და კომპრომისი იპოვოთ. გირჩევთ, საღამო დასვენებას მიუძღვნათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს მნიშვნელოვანის და უმნიშვნელოს ერთმანეთისგან გარჩევა გიჭირთ. რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვნად გეჩვენებათ, სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით. ყველა ადამიანი გაღიზიანებთ, ვინც რაღაცაში არ გეთანხმებათ. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, რათა საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ და ძვირფასი ურთიერთობა არ გააფუჭოთ.
თხის რქა
ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა მოგიწევთ. „რომ არ გადაიწვათ“ ვარსკვლავები გირჩევენ, საღამოს განმარტოებით დაისვენოთ. დადებითი ემოციები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ.
მერწყული
ტყუილად ნერვიულობთ. დღევანდელი პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც შეიძლება ჩანდეს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. ჯობია, ურთიერთობის გარკვევა სამომავლოდ გადადოთ, ამ დღეს კი რაღაც სასარგებლო და საინტერესო საქმით დაკავდეთ.
თევზები
ამ დღეს ადამიანებს მაგნიტივით იზიდავთ და ერთი შეხედვით ხიბლავთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკული ისტორიის დასაწყისი გახდეს. თუ ძველი კავშირების აღდგენა გსურთ, ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, კარიერასთან და ბიზნესთან დაკავშირებული გეგმები გაგიჩნდეთ. საკუთარი შანსები უნდა აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ.