“ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება, თავისუფლებაშია რწმენაც, სიყვარულიც და ერთობაც” – ამ სიტყვებით მიმართა ნიაზ დიასამიძემ ევროპულ მარშზე მყოფ მოქალაქეებს.
დედაქალაქში ევროპული მარში მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც საღამოს, თბილისის სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ. აქციის მთავარი ეპიცენტრი ევროპის მოედანია.