თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სამართალმცოდნეობის ლექტორი, მაკა ძამუკაშვილი სოციალურ ქსელში რუსული კანონის წინააღმდეგ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“აი როგორ უნდა ვიყო ჩუმად და მერე როგორ უნდა შევიდე აუდიტორიაში თუნდაც წლების მერე და სტუდენტებს ჩავხედო თვალებში. “სამართლის სამართლიანობაზე”, “ლეგიტიმურობაზე”, “უსამართლო კანონებზე”და ადამიანის უფლებებზე ველაპარაკო, იმ სტუდენტებს სამი დღეა სათითაოდ რომ მწერენ, როგორ ძალადობენ მათზე მხოლოდ იმიტომ, რომ კანონის მიმართ საკუთარ აზრს გამოთქვამენ და მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეები არიან!!!!
მოგვეცით საშუალება, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ვისწავლოთ, ვასწავლოთ, ვწეროთ, ვიკვლიოთ!
ძალადობას გამართლება არ აქვს!!!
და რა თქმა უნდა ევროპაა ჩვენი არჩევანი და არა რუსეთი!!!
რუსეთი ყოფს!!!
რუსეთი კლავს!!!
რუსეთი ოკუპანტია!!!
ყველაფერი რაც ხელოვნურად გვყოფს რუსეთის საამებელია!!!
ევროპა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია!!!



“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.
საქართველოა კონსტიტუციის 78-ე მუხლი” –წერს მაკა ძამუკაშვილი სოციალურ ქსელში.