Tuesday, July 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სქემა გაშიფრულია – როგორ დაიგეგმა ლილუაშვილის უწყებაში ხელისუფლების ოპონენტებზე თავდასხმა და უშუალოდ ვინ ასრულებს ხელისუფლების უკანონო დავალებებს?

May 10, 2024
სქემა გაშიფრულია – როგორ დაიგეგმა ლილუაშვილის უწყებაში ხელისუფლების ოპონენტებზე თავდასხმა და უშუალოდ ვინ ასრულებს ხელისუფლების უკანონო დავალებებს?

სანდრო წყარო “მთავარ არხს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უყვება, თუ როგორ დაიგეგმა ლილუაშვილის უწყებაში ხელისუფლების ოპონენტებზე თავდასხმა.

წყაროს ინფორმაციით, “ოცნებამ” ამჯერადაც ფსონი ქუჩის კრიმინალებზე  ე.წ კანონიერ ქურდებსა და მეტადონის პროგრამაში ჩართულ პირებზე დადო, სწორედ მათ ნაწილს დაავალა “ოცნებამ” რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

უკანონო დავალებების შემსრულებელთა რიგებში არიან ქართულ ოცნების პარტაქტივის წევრებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვინც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მობილურზე ურეკავდა, აგინებდა და აშანტაჟებდა გიორგი შუკვანია.

წყაროს ინფორმაციით,  მმართველმა პარტიამ  გიორგი შუკვანს უკანონო დავალებების შესრულება დაუფასა და  ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში დაასაქმა.

“მთავარ არხს” წყარო უყვება, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთ-ერთი გადამალული შენობა გოთუას ქუჩაზე აქვს. შენობა რუკაზე მონიშნულიც არ არის.  ტერიტორიაზე გარეშე პირთა შესვლა, მითუმეტეს კამერით, შეუძლებელია. შენობას დაცვის თანამშრომლების გარდა 20-მდე სათვალთვალო კამერა იცავს. სანდო წყაროს ინფორმაციით სწორედ ამ შენობიდან რეკავენ ხელისუფლების დავალებით მოქალაქეების საგინებლად და დასაშინებლად.

კამერის გამოჩენამ გოთუას ქუჩაზე მდებარე სუს-ის შენობის თანამშრომლები დააბნია.

მთავარ არხზე მოსული შეტყობინებების მიხედვით, თავდასხმების ნაწილი ესპანეთში, ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დახმარებით დაიგეგმა. სანდო წყაროს ინფორმაციითვე, ორგანიზებულ თავდასხმას ადგილზე დახმარებას ხელისუფლებასთან გარიგებული ე.წ კანონიერი ქურდები ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” და გიორგი მარსაგიშვილი იგივე ” ტარაკანა” უწევენ.

შემსრულებლებს შორის არიან ის პირებიც, რომლებიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს გმირთა მოედანზე მუშტებით და წიხლებით სასტიკად გაუსწორდნენ. ახალგაზრდებზე განხორციელებული თავდასხმიდან მალევე მთავარმა არხმა მოახერხა თითქმის ყველა მოძალადის იდენტიფიცირება, თუმცა ამ 1 კვირის განმავლობაში არცერთი თავდამსხმელი დაკავებული არ არის.  ერთ-ერთი მათგანი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა 34 წლის ჯონდო ურიადმყოფელია. ურიადმყოფელს დღეს საცხოვრებელ სახლთან მივაკითხეთ, თუმცა სავარაუდო მოძალადე დღეს მთავარი არხის კამერასთან არ გამოჩენილა. კამერასთან არ გამოჩნდა კიდევ ერთი სავარაუდო მოძალადე კიკბოქსინგის მწვრთნელი დავით ჯავახია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება 29 ივლისს საქართველოში – გაფრთხილება მოქალაქეებს
  • 🎥”ასე გამოიყურება ქართული ღორობა! უბრალოდ შეგრცხვეთ!” – რა კადრები ვრცელდება ბათუმიდან
  • “მე მგონია საბოლოო სამიზნე ღარიბაშვილია”- რა ინფორმაციას ფლობს გიორგი შაიშმელაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge