ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე Geo Team მორიგ სტატიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“წარმოუდგენელია, მსგავსი რამ 5 წელშიც არ ხდება!” 
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მიიჩნევს, რომ მწვრთნელების ხშირმა ცვლილებამ ხვიჩა კვარაცხელიას სტილის ფეხბურთელს ცუდი საქმე გაუკეთა.
როგორ შეიძლება რამდენიმე თვეში 3 სხვადასხვა მწვრთნელთან ერთსა და იმავე დონეზე თამაშობდე, როცა სამივეს განსხვავებული სათამაშო ფილოსოფია აქვს” – თქვა სპალეტიმ. 
ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ერთი სეზონის განმავლობაში მუშაობდა. მისი მწვრთნელობისას ხვიჩა იტალიის ჩემპიონი, სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. 
