ნინო დოლიძეს უცნობმა პირებმა კარებთან დაუწერეს “სამშობლოს მოღალატეა”– ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“სტუმრად მივედი Nino Dolidze-თან და მისი ბინის კარებთან, მე-8 სართულზე, ეს დამხვდა. ნინოს ჰყავს 8 და 11 წლის შვილები და დილას კარებთან წაუწერეს, რომ მათი დედა “სამშობლოს მოღალატეა”. ნინოს ადამიანობაზე, პატრიოტიზმზე და პროფესიონალიზმზე, აქ აღარ დავწერ”– წერს სოციალურ ქსელში სალომე მგელაძე.