“ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა.
კონცერტში მონაწილე მუსიკოსებმა LOUDspeakers მა, ,,ქვემეხმა” და ,,განდაგანმა “ სოლიდარობა გამოუცხადეს ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებულებს და აქციის მონაწილეებს.
LOUDspeakers: ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ საშინელება ხდება ქალაქში, ჭავჭავაძეზე და უბრალოდ, არალოგიკურად მიგვაჩნია ამ კონცერტის გაგრძელება. სამწუხაროდ, უნდა შევწყვიტოთ.
„დადაგანი“: მეგობრებო, ასეთ სიტუაციაში მყარად უნდა ვიდგეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასეთ რაღაცას მართლა თუ შევესწრებოდი ჩემს ცხოვრებაში უკვე აღარ მეგონა, ამიტომ ყველა უნდა შევუერთდეთ იმ ხალხს, – წერს ადმინისტრაცია