სამხედრო ექსპერთან უჩა აბაშიძესთან, სადაც სამართალდამცავები იმყოფებიან, მის ძმასაც სახლში არ უშვებენ.
“პირველებთან” აბაშიძე ამბობს, რომ მისი ძმა მარტოა სამართალდამცავებთან, მას არ აძლევენ არც ადვოკატთან დარეკვის უფლებას.
ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტის სახლში სამართალდამცავების შესვლა უკავშირდება მის აქტიურობას რუსული კანონის წინააღმდეგ.
“საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობსო, არავინ განმიმარტა ბრალი რაზეა, მითხრეს, რომ არ შემიშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძმა ვარ.
საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას, წერდა ამაზე. მარტოა სახლში, ადვოკატთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს,“ – ამბობს აბაშიძის ძმა.
უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა. სამხედრო ექსპერტის სახლში მის ოჯახის წევრებს არ უშვებენ და არც უჩა აბაშიძეს აძლევენ შესაძლებლობას, რომ ადვოკატს დაუკავშირდეს.