მსახიობ ბესო ზანგურის გარშემო ამტყდარი სკანდალი ამ დრომდე არ ცხრება. უამრავი ადამიანი მის ფსიქოტიპს განიხილავს – ზოგისთვის ის მოძალადე, სხვებისთვის კი – ბულინგის მსხვერპლია.
„პრაიმტაიმი“ შეეცადა, აღნიშნული მოვლენებიდან საზოგადოებას ობიექტური ლავირების საშუალება მისცეს. გთავაზობთ ბესო ზანგურის გამოხმაურებას გასული წლის ყველაზე გახმაურებულ – თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
მსახიობმა საჯაროდ პოსტი გამოაქვეყნა და ისაუბრა საკუთარი სუიციდის მცდელობის შესახებ. ვფიქრობთ, ეს ამბავი მკითხველს მსახიობზე გარკვეულ წარმოდგენებს შეუქმნის.
„სუიციდის მცდელობა ვისაც გქონიათ, ოღონდ მართლა მცდელობას ვამბობ და არა თინეიჯერულ რომანტიულ ქარიზმას, აი მე ისეთი მქონდა, 14 დღე სამკურნალოდ ფსიქიატრიულში მიმკურნალეს, მსგავსი არ ენახათ.
სამმა მთავარ ანგელოზმა ჩამომიყვანა და ჩამაბარა ექიმებს საიქიოდან, მოკლედ, ვისაც ჰქონია დამეთანხმება, ყველა მიდიოდით და ეძებდით ისეთ ადგილს, სადაც ვერ გიპოვიდნენ – ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარვყოფთ, რომ ბაჩალიაშვილმა მოიკლა თავი და დამნაშავე მშობელია. სულ ესაა,” – წერდა ზანგური.