Anonymous წერს, რომ მთავრობის პროპაგანდისტული მედიის, TV იმედის ვებგვერდი “მათ ხელშია”. ამის შესახებ ჰაკერების დაჯგუფება X-ზე წერს:
შეგახსენებთ, Anonymous-მა რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების”, პროპაგანდისტული მედიასაშუალება POSTV-ის, იუსტიციის სამინისტროსა და შსს-ს გვერდები გათიშა. 6 მაისსჰაკერულმა დაჯგუფებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გათიშა 4 სამთავრობო ვებგვერდი. გარდა ამისა, Anonymous–ის ინფორმაციით, მან თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე შეტყობინება დატოვა.