მაშველებმა სვანეთში, მდინარე ნაკრაში, დაკარგული მესამე მოზარდის, 18 წლის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს. მას და კიდევ ორ ახალგაზრდას მაშველები 6 დღე ეძებდნენ…
„ნუ იტყვით ჩემზე ცუდს იქ, სადაც მე არ ვარ!…“, – წერდა ფეისბუქის უკანასკნელ პოსტში საბა გვარმიანი.
ცნობისთვის, 2 მაისს, მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდები სოფელ ჭუბერიდან ნაკრაში ბრუნდებოდნენ.