საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცი რენს მასპინძლობს. ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლმა გუნდმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა.
ჯალოუს პასით სეზონში მე-12 გოლი გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც წინ გამოსულ გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო. გიორგის უკვე ზედიზედ მეხუთე ტურია, რაც გააქვს (5 თამაშში 7 გოლი) და ის ბომბარდირთა დავაში უკვე მე-7 ადგილზეა იმის მიუხედავად, რომ ნახევარი სეზონი სხვა ჩემპიონატში ითამაშა.
რენმა 23-ე წუთზე გუირის გოლით გაათანაბრა, თუმცა მისი დარტყმულის შემდეგ ბურთი ორ მცველს მოხვდა და მეცის გოლკიპერი უძლური აღმოჩნდა – 1:1.
ტაიმის ბოლო წუთზე გიორგიმ მარჯვენა ფლანგიდან მეკარესთან პირისპირ პაპე დიალო გაიყვანა და 19 წლის ფორვარდმაც მეცი დააწინაურა – 2:1 ახლა გიორგის ანგარიშზე 12 გოლთან ერთად 4 საგოლე პასიცაა.
@setantageorgia გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მე-5 მატჩში გაიტანა 🇬🇪 #metz #mikautadze #setantasports ♬ original sound – Setanta Sports Georgia