ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს, გთავაზობთ მისი ფეისბუკ პოსტიდან ამონარიდს:
„აღდგომის მეორე დღეს, მხოლოდ მიცვალებულთა პატივსაცემად კი არ მიდის ადამიანი საფლავზე, არამედ, ზუსტად იმიტომ, რომ კაცობრიობის ერთადერთი მტერი სიკვდილი დახშულია, გაუქმებულია. მისი ბოლომდე გაუქმება კი იქნება ქრისტეს მეორედ დიდებით დაბრუნების დროს. შესაბამისად, ქრისტეს სამართლიანობაც ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ ინდივიდს ჩადენილი საქმისამებრ მიანიჭოს თავისი, რადგან ადამიანი მხოლოდ სულით კი არ სცოდავს ან აკეთებს სიკეთეს, არამედ, ხორცითაც და შესაბამისად ყველას თავისივე განსულიერებულ ხორცში მოეკითხება პასუხი. ისევე, როგორც ქრისტე ადამიანს ყველაფრით იღებს, ყველაფრით უყვარს მარტო სულით არა, სამშვინველით, ფსიქიკით, სხეულით …
ეცადეთ, რომ წითელ კვერცხებზე ხატები და ქრისტიანული ატრიბუტები არ გამოსახოთ. ეს კვერცხები გატყდება და ხატის გამოსახულებიანი ნაფცქვენები წავა ურნაში. ამიტომ ბიზნესად ნუ აქცევთ ყველაფერს და ნურც ცოდვაში ჩაყოფთ ფეხს!“ – წერს ლობჯანიძე.