დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კორონავირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.
„სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ის, რომ კორონავირუსს გადავიტან და მეორედ არ შემხვდება – ასე არ არის. იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, წამყვანი არის ბრიტანული შტამი, იზრდება რეინფიცირების შემთხვევები, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში“, – აცხადებს გამყრელიძე.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა დაფქსირდა.