სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ambebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარეში გადავარდა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, წვიმიანი ამინდის გამო კი, ავტომობილი მოცურდა და მდინარეში გადავარდნენ. ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი. სამძებრო სამუშაოებში მთელი სოფელია ჩართული.
ახალგაზრდები, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ, არიან ეკა და გიორგი ვიბლიანები, ასევე საბა გვარმიანი.
“ორი ბიჭი და ერთი გოგო იყვნენ. ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ ახლა, 18-ში. მთელი სოფელი და მთელი სამაშველო ეძებდნენ მთელი ღამე”, – ამბობს ადგილობრივი.