“ლევან და სოსო ფკაკაძეები ბიზნესსაქმიანობაში გამჭვირვალობის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, თუმცა თავად ქართულ კომპანიებს ოფშორული კომპანიებით მართავენ”- ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
ორგანიზაცია წერს, რომ ერთ-ერთი ასეთი კომპანია მათი კუთვნილი შპს “ალმაა”, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებში მნიშვნელოვან ობიექტებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს.
“ლევან და სოსო ფკაძეები ბიზნესსაქმიანობაში გამჭვირვალობის აუცილებლობას უსვამენ ხაზს, თუმცა თავად ქართულ კომპანიებს ოფშორული კომპანიებით მართავენ.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა მათი კუთვნილი შპს “ალმა”, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებში მნიშვნელოვან ობიექტებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს.
2024 წლიდან ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ და არ დაიბეგრებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადით.
ე.წ. რუსულ კანონზე მათი და სხვა ბიზნესმენების რეაქცია აჩენს ეჭვს, რომ საგადასახადო კოდექსში ოფშორული კომპანიებისთვის ახალი შეღავათები ბიზნესმენთა მხარდაჭერის მოსაბილიზებლად დაინიცირდა.
ე.წ. რუსული კანონის მიღებით გამჭვრივალობისთვის მომუშავე ორგანიზაციები შეიზღუდებიან, რაც ეროვნული ბიუჯეტის მიმართ ქართველი ბიზნესმენების აგარიშვალდებულების პრობლემას გააუარესებს” – წერს ორგანიზაცია.