ეროვნული ნაკრების ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ რუსული კანონს წინააღმდეგ მიმართვებს – ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქვილითაია ახალგაზრდებზე ძალადობას კატეგორიულად გმობენ.
ფეხბურთელები “ქართული ოცნების” ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
“არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისე ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს. სრული სვლით ევროპისკენ” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე Instagram-ის სთორიში წერს.
“თავისუფლება ძალაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ეს თავისუფლება არის ის, რასაც თითოეული ქართველი ფლობს. ის 26 მარტის დღე, რომლის დროსაც ყველა ბედნიერი იყო, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვზეიმობდით, არ გამქრალა და ჩვენს გულებში ინახება. მაგრამ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა. არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება. დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!”, – დაწერა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, გიორგი ქოჩორაშვილმა.
მოქალაქეების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და ინსტაგრამზე მიმართვას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილიც.
რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა. ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა.
საქართველოსთვის თამაში ყოველთვის ყველაზე საამაყო იყო, არის და იქნება.
ჩვენ ვართ საქართველო ზღაპრის ბოლო კეთილია” წერს ფეხბურთელი
“ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს”- წერს გიორგი ქვილითაია
საქართელოს ნაკრების მოქმედი ფეხბურთელების პროტესტს შეუერთდდა ყოფილი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილიც.
ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება! არა ძალადობას! არა რუსეთს! საქართველო ევროპაში”- წერს ის.