შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმარი მიხეილ დვალიშვილს ბრალი წარედგინა.
დვალიშვილს 7 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს ხელი.
ოჯახი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ თუ გოგონა 16 წლის იყო. აღკვეთი ღონისძიება გორის რაიონულ სასამართლოში სავარაუდოდ დღეს იქნება.
16 წლის გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ გოგო ორსულობის დროს 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნული მუხლი 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
237 ნახვა