Saturday, August 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მე ქედს ვიხრი ქართველი ხალხის უკვდავი სულისკვეთების წინაშე, რომელიც დღეს რუსთაველზე შეუპოვრად მდგომ ყოველ პიროვნებაშია განსხეულებული!” – ლანა ღოღობერიძე

May 2, 2024
“მე ქედს ვიხრი ქართველი ხალხის უკვდავი სულისკვეთების წინაშე, რომელიც დღეს რუსთაველზე შეუპოვრად მდგომ ყოველ პიროვნებაშია განსხეულებული!” – ლანა ღოღობერიძე

“საუკუნეთა მანძილზე პატარა ქრისტიანული ერი, გარშემორტყმული დიდი აგრესიული იმპერიებით, იბრძოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ეს ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვინდა იმიტომ, რომ მას საფუძვლად ჰქონდა დიდი ჰუმანისტური კულტურა, რომელიც იმთავითვე გვაახლოვებდა ევროპასთან.

დღეს ისე ახლოს ვართ ამ სულიერ მოკავშირესთან, როგორც არასოდეს. ეს მთელი თავისი არსებით, გენეტიკური ინტუიციით, იცის ქართველმა ხალხმა, იცის ქართველმა ახალგაზრდობამ. იცის იმიტომ, რომ ეს განცდა მისი სულის თანდაყოლილი ნაწილია. ამიტომ იბრძვის ის ასე გულწრფელად, ასე თავგადაკლულად ევროპული მომავლის გადასარჩენად!
მე მართლა გულით მიკვირს, რომ ხელისუფლება ქართველთა ამ ყველაზე ბუნებრივ ტენდენციას ძალას უპირისპირებს!
როგორც ჩანს, ხელისუფალთ არ ესმით, რომ მათი წინააღმდეგობა განწირულია, განწირულია იმიტომ, რომ სულით ევროპული და თავისუფალი საქართველო, საუკუნეთა მანძილზე უამრავი წინააღმდეგობის დაძლევით, უამრავი მსხვერპლის გაღებით, და ამიტომაც დღეს ასე ბუნებრივად, ასე ლაღად და სიხარულით მიადგა ევროპას და შეაღო მისი კარი.
ეს იგრძნო ევროპამაც და ამიტომაც ასე ფართოდ გაგვიღო ეს კარები.
და თქვენ გგონიათ, რომ წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
შეძლებთ ჩვენს დაბრუნებას შავბნელ საბჭოთა კავშირში?
ეს შეუძლებელია. ჩვენ ბედისწერამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე!
მე ქედს ვიხრი ქართველი ხალხის უკვდავი სულისკვეთების წინაშე, რომელიც დღეს რუსთაველზე შეუპოვრად მდგომ ყოველ პიროვნებაშია განსხეულებული!
ჩვენ გავიმარჯვებთ და შევქმნით თავისუფალ, დამოუკიდებელ, ევროპულ, სამართლიან ქვეყანას!
და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!”, – წერს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 12 წლის ბიჭი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა – ტრაგედია საგარეჯოში
  • ამ მონაკვეთზე მოძრაობა 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით იზღუდება
  • კარგი სიახლე მათთვის, ვინც ავტობუსით მგზავრობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge