Tuesday, July 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენ დავ­რჩე­ბით ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც ვართ – ერი და არა წერ­ტი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის სა­ნა­დი­რო მო­ედ­ნე­ბის რუ­კა­ზე” – რას წერს თინა კანდელაკი?

May 2, 2024
“ჩვენ დავ­რჩე­ბით ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც ვართ – ერი და არა წერ­ტი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის სა­ნა­დი­რო მო­ედ­ნე­ბის რუ­კა­ზე” – რას წერს თინა კანდელაკი?

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი თინა კან­დე­ლა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მე­ხოტ­ბე და კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი მო­ნატ­რე­ბით იხ­სე­ნებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდს და წერს, რომ ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ თვით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც კი ღიად ადა­ნა­შა­უ­ლებს და­სავ­ლეთს.

თინა კან­დე­ლა­კი:

“უკან რომ ვი­ხე­დე­ბი, ხან­და­ხან მა­ინ­ტე­რე­სებს, მაქვს თუ არა იმის ნე­ბის­ყო­ფა, რომ მივ­ხვდე, რო­გო­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩაგ­ვი­ტა­რეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის დროს.

სა­ქარ­თვე­ლო, 80-იანი წლე­ბი, ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა – სა­უ­კე­თე­სო მიწა მსოფ­ლი­ო­ში და ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ხალ­ხი დე­და­მი­წა­ზე. 90-იანი წლე­ბი – შიმ­ში­ლი, და­ნა­კარ­გი, სიკ­ვდი­ლი, მიგ­რა­ცია, სა­ქარ­თვე­ლო სი­ღა­რი­ბის, უკა­ნო­ნო­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი – მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა (აგ­რეთ­ვე “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია“), რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლი იყო და­სავ­ლურ ნი­მუ­შ­ზე. ძა­ლა­უფ­ლე­ბის შეც­ვლა, მე­ზობ­ლებ­თან ჩხუ­ბი, იმ პრინ­ცი­პით, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და და­სავ­ლე­თი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ეს არ იყო და არც იქ­ნე­ბა კარ­გი. სა­მა­გი­ე­როდ ქარ­თვე­ლე­ბი ომში ჩა­ით­რი­ეს.

2008 წელი – ომი, მყი­სი­ე­რი და­მარ­ცხე­ბა, ლტოლ­ვი­ლე­ბი, ტე­რი­ტო­რი­ის და­კარ­გვა. ისევ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შეც­ვლა. აქ მა­ინც “გა­ჩერ­დი” და ამ გი­ჟუ­რი კა­რუ­სე­ლი­დან გად­მო­დი, მაგ­რამ მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მიერ გაშ­ვე­ბულ­მა კა­რუ­სელ­მა კვლავ და­ი­წყო ტრი­ა­ლი.

მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ზე ჩუ­მე­ბიც კი ამა­ზე სა­უბ­რო­ბენ. მი­ლი­არ­დე­რი და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სის­ტე­მის შემ­ქმნე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და, ემო­ცი­ებს ვერ იკა­ვებ­და, მან ღიად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და­სავ­ლე­თი ქარ­თვე­ლე­ბის ზარ­ბაზ­ნე­ბის საკ­ვე­ბად გა­დაქ­ცე­ვა­ში. მის­თვის, უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის, ეს უფსკრუ­ლის მიღ­მა გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. მაგ­რამ ეს იმის ნი­შა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი და ქარ­თვე­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი – ოჯა­ხი, რწმე­ნა, ცხოვ­რე­ბის წესი – სას­წორ­ზე დგას.

სა­ქარ­თვე­ლო ქრის­ტი­ა­ნო­ბის ციხე-სი­მაგ­რეა. ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი კულ­ტუ­რა ეფუძ­ნე­ბა ქრის­ტი­ა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც გა­სა­გე­ბია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის. ისი­ნი ყო­ველ­თვის ამარ­ცხებ­დნენ გა­რე­დან ხე­ლოვ­ნუ­რად და­წე­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ ღი­რე­ბუ­ლე­ბას. ამი­ტომ მჯე­რა, რომ ჩვენ დავ­რჩე­ბით ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც ვართ – ერი და არა წერ­ტი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის სა­ნა­დი­რო მო­ედ­ნე­ბის რუ­კა­ზე”.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსალოდნელია თუ არა საქართველოში რეკორდული სიცხეები – სინოპტიკოსის პროგნოზი
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • არტემ გრიბულმა და ანატოლი ჩეჩინმა პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge