გამარჯობა, შეიძლება ფიქრობ რომ ძალიან დააგვიანე, თუმცა დღეს კრიპტო ვალუტის წარმოუდგენელი ბუმია! ეს სტატია მხოლოდ საიფორმაციო ხასიათისაა და დაგეხმარებათ სულ რამდენიმე წუთში შეძლოთ კრიპტო ვალუტის შეძენა
Binance-ზე ბიტკოინის გარდა ასობით სხვა კრიპტოვალუტაა და ისინიც რეკორდულად იზრდებიან და ეცემიან. მაგალითად თქვენ რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს გეყიდათ $100-ის ელონ მასკის საყვარელი DOGE კრიპტოვალუტა, დღეს 2021 წლის 10 თებერვალს გექნებოდათ $2639.98 !!! და მსგავსი მაგალითები უამრავია, თუმცა დაიმახსოვრეთ:
არ ჩადოთ ფული კრიპტო-ვალუტებში, თუ მზად არ ხართ, რომ ეს ფული დაკარგოთ. ასეთი ინვესტიციები სარისკო საქმეა.
არსებობს რამდენიმე კომპანია ვისი მეშვეობითაც შეგიძლიათ ამის გაკეთება, ამ სტატიაში განვიხილავთ Bianance-ს (მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პოპულარულ კომპანიას “საფულეს” დაბალი საკომისიოებით და დაბალი მინიმალური სავაჭრო თანხით – 10$ არის მინიმუმი რითაც შეგიძლიათ იყიდოთ ან გაყიდოთ კრიპტო ვალუტები) და ეს იქნება მხოლოდ ტუტორიალი იმაზე თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და შეიტანოთ თანხა.
Binance-ზე თანხის შეტანა ერთი შეხედვით საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ამ სტატიის არსიც ზუსტად ის არის რომ მაქსიმალურად გაგიმარტივოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგატაროთ ყველა დეტალი.
თანხის შეტანა შესაძლებელია ორი გზით:
- mycoins.ge-ის მეშვეობით (ამ სტატიაში განვიხილავთ ამ ვარიანტს)
- დეპოზიტის გაკეთება ქართული საბანკო ბარათით *
* საბანკო ბარათით დეპოზიტის გასაკეთებლად საჭიროა Binance-ზე ვერიფიკაციის გავლა, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი და სჭირდება 1-2 კვირა დასადასტურებლად. ამას გარდა პრობლემაა ქართულ საბანკო ბარათებზე, იღებს მხოლოდ VISA-ს და ხშირად ბევრს აქვს პრობლემა რომ უბრალოდ არ ატარებს გადახდას არცერთი ბარათით. ამიტომ ამ ვარიანტს არ შევეხებით ამ სტატიაში.
1. რეგისტრაცია Binance.com-ზე
- გაიარეთ რეგისტრაცია Binance.com-ზე ამ ლინკიდან ან შეიყვანეთ Refferal ID: GTAONSHX
- შეიყვანეთ მეილზე მოსული აქტივაციის კოდი და ამით მთავრდება რეგისტრაცია
- გადადით Dashboard-ზე და გაიარეთ მარტივი SMS ვერიფიკაცია
2. Mycoins.ge-ზე რეგისტრაცია
- თუ არ გაქვთ ანგარიში emoney.ge-ზე ან mycoins.ge-ზე ვერიფიცირებული ანგარიში, გადადით პირდაპირ 3-ე პუნქტზე, თუ არადა, მიჰყევით ინსტრუქციას
- გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია mycoins.ge-ზე ამ ბმულიდან და მიიღეთ 50% ფასდაკლება საკომისიოებზე
- შეიყვანეთ მეილზე მოსული აქტივაციის კოდი
- შეიყვანეთ ტელეფონის ნომერი და დაადასტურეთ SMS-იდან აქტივაციის კოდი და გადახვალთ ვერიფიკაციის გვერდზე
ვერიფიკაცია mycoins.ge-ზე
- შეიყვანეთ პირადი ინფორმაცია (პირველ ეტაპზე მოცემულ ველებში შეგყავს პირადი ინფორმაცია და გადადიხარ შემდეგ ეტაპზე.)
- დოკუმენტის ატვირთვა – მეორე ეტაპზე შენ უნდა ატვირთო შენი იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი ან პასპორტი) სურათები: წინა მხარე, უკანა მხარე (ID ბარათის შემთხვევაში), სელფი დოკუმენტით.
- გადარიცხვა (ვერიფიკაციის მესამე ეტაპზე შენი საბანკო ანგარიშიდან უნდა გადარიცხო სასურველი თანხა MyCoins-ის საბანკო ანგარიშზე)
- ვერიფიკაციის მიღება mycoins.ge-დან – ვერიფიკაციის განაცხადების 90% იმავე დღეს დასტურდება, მაქსიმალური ვადა კი 3 სამუშაო დღეა. ვერიფიკაციის შეტყობინებას მიიღებ ელფოსტაზე და SMS-ის სახით.
emoney.ge-ს ანგარიში
- mycoins.ge-ზე რეგისტრაციით და ვერიფიკაციით, ავტომატურად შეგექმნათ ანგარიში emoney.ge-ზე.
- გაიარეთ ავტორიზაცია emoney.ge-ზე და დარწმუნდით რომ ვერიფიცირებულია
3. Binance-ზე თანხის შეტანა
1. შედით Binance-ზე და მენიუდან გადადით Wallet -> Fiat and Spot-ზე
2. ჩაწერთ ძებნაში LTC და აირჩიეთ Deposit (LTC-ს ანუ Litecoin-ს აქვს ყველაზე დაბალი საკომისიო და ამიტომ ჯობია გამოიყენოთ ის მსგავსი გადარიცხვებისას mycoins.ge-დან ან გამოტანისას Binance-იდან)
3. დააკოპირეთ LTC-ს მისამართი
5. შედით mycoins.ge-ზე და აირჩიეთ კრიპტოს ყიდვა –> ბალანსის შევსება –> VISA ან MasterCard (გაითვალისწინეთ რომ 10$-ია მინიმუმი რითაც შეგიძლიათ კრიპტო ვალუტის ყიდვა -გაყიდვა Binance-ზე)
თანხის შეტანა შეგიძლიათ პირდაპირ emoney.ge-ზეც ან ბარათის გადაბმით, ანუ მთავარია mycoins.ge-ს ბალანსზე შეიტანოთ თანხა
6. თანხის ასახვის შემდეგ mycoins.ge-ის ბალანსზე, აწვებით “ლაითკოინი”-ს და ყიდულობთ LTC-ს (შეიძლება დაჭირდეს რამდენიმე წუთი სანამ აისახება თანხა)
7. შედიხართ გაგზავნა / მოთხოვნაში აირჩიეთ მისამართით გაგზავნა მიმღების მისამართში ჩაწერეთ Binance-იდან დაკოპირებული მისამართი (3 პუნქტიდან) და გაგზავნით LTC-ს თქვენს Binance-ის საფულეზე. (გაითვალისწინეთ რაოდენობაში უნდა ჩაწეროთ თანხა ხელმისაწვდომ ნაშთს გამოკლებული საკომისიო 0.0001
რამდენიმე წუთში Binance-ზე მიიღებთ შეტყობინებას თანხის დაჯდომაზე
გილოცავთ, ახლა თქვენ უკვე გაქვთ თანხა მსოფლიოს წამყვან საფულეზე და შეგიძლიათ დაიწყოთ ვაჭრობა
4. ვაჭრობა Binance-ზე
1. თქვენი შეტანილი თანხა Binance-ზე გაქვთ უკვე ნაყიდი LTC ანუ Litecoin-ი. მის სანახავად შედიხართ Wallet – Fiat and Spot-ში
2. პირველ რიგში გირჩევთ დაიწყოთ ვაჭრობა USDT-ით ანუ Tether-ით, რომელიც ყველაზე სტაბილური ვალუტაა და პირდაპირ მიბმულია დოლარის $ კურსზე. ამიტომ სანამ გაერკვევით კრიპტოებში, Binance-ში და ვაჭრობაში, თანხა დაახურდავეთ USDT-ში
3. USDT-ის ყიდვისათვის უნდა გაყიდოთ LTC ანუ შედიხართ Markets, ირჩევთ Spot Markets, შემდეგ FIAT Markets და ძებნაში ჩაწერთ LTC, იპოვით LTC/USDT და გახსენით
ასევე დაუსვით ვარსკვლავი ანუ მონიშნეთ რომ მომავალში მარტივად იპოვოთ Favorites მენიუდან
4. აქ უკვე შეგიძლიათ გაყიდოთ LTC და მიიღოთ USDT. ამოწმებთ რომ ნამდვილად LTC/USDT გაქვთ არჩეული, ირჩევთ Market (ანუ საბაზრო ღირებულებით ყიდვა/გაყიდვას) და ირჩევთ რამდენი გაყიდოთ
გილოცავთ თქვენ Binance-ზე პირველი წარმატებული ყიდვა/გაყიდვა განახორციელეთ.
5. რომელი კრიპტოები ვიყიდო?
ეს ძალიან რთული კითხვაა და უამრავი მასალა შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, თვალი მიადევნოთ ტვიტერს და ისეთ ცნობილ ამბებს როგორებიცაა მაგალითად ელონ მასკის განცხადებები. გირჩევთ თავიდან 50-100$ით დაიწყოთ ვაჭრობა, გაერკვეთ კრიპტოებში, რატომ იზრდება/იკლებს ფასები და დაიმახსოვრეთ!
არ ჩადოთ ფული კრიპტო-ვალუტებში, თუ მზად არ ხართ, რომ ეს ფული დაკარგოთ. ასეთი ინვესტიციები სარისკო საქმეა.
ჩადეთ იმდენი ფული რის დაკარგვითაც ბევრს არ ინერვიულებთ!