Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მაისიდან პენსია ყველა ამ ადამიანს 1000 და 1200 ლარამდე გაეზრდება – ნახეთ ხართ თუ არა სიაში

May 1, 2024
ჯარიმა შესაძლოა 5000 ლარამდეც გაიზარდოს – ნახეთ რისთვის დაჯარიმდებით?

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ – რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც. ასევე გათვალისწინებული იქნება ინდექსაციის საკითხი და წოდებებიდან გამომდინარე გაიზრდება კოეფიციენტები.

კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იგი მოიცავს ასევე ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.

მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას.

ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ ამ ინიციატივას დროული და საჭირო უწოდა.

„საკმაოდ პოზიტიური ცვლილებებია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს. 2006 წლის შემდეგ კომპენსაციის მატება არ ყოფილა. 20 ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2005-2015 წლებში მომუშავე მეხანძრე-მაშველებიც დაემატა ამ სიას“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ცვლილებები ასევე შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს სახიფათოა, არ გააკაროთ ბავშვებს!” – ექიმი მშობლებს აფრთხილებს
  • რა ქონება ფლობს და როგორია რომის ახალი პაპის ხელფასი
  • არ გაბედოთ მარწყვის ჭამა, თუ… – ეს ყველამ უნდა იცოდეს!

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge