„რა დროს დარეკვაა ახლა, ამ შუაღამისას?“- ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გამოცემა „პუბლიკას“.
გამოცემის ცნობით, ისინი ჯაღმაიძეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევის შესახებ საპატრიარქოს პოზიციის გასაგებად დაუკავშირდნენ.
შეგახსენებთ, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად ე.წ. წიწაკის სპრეი და გაზის კაფსულები რამდენჯერმე გაუშვეს. მათ აქციის მონაწილეების მიმართ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს. პარალელურად, სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდებს.
სასტიკადაა ნაცემი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ხდება აქციის მონაწილეების დაკავება, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს.
ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ ნაგვის ურნებით, სკამებით და ბარიკადებით. ისინი სკანდირებენ: “მონებო, მონებო; “არა რუსულ კანონს”.