ცოტა ხნის წინ ექიმ-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე მაკარიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ექიმ-ფსიქიატრის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ასოცირებული პროფესორის ალექსანდრე მაკარიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახის წევრებს და ახლობლებს
⚫🎗️ალექსანდრე მაკარიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს დაამთავრა. მუშაობდა:
☑️ბედიანის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
☑️რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში
☑️საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ–თანამშრომლად
☑️1994 წლიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა სამკურნალო დარგში და იყო კლინიკის უფროსი ექიმი
⚫🎗️2007 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღემდე, ბატონი ალექსანდრე მაკარიძე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ექიმ-ფსიქიატრი იყო
☑️არის 64 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი” – ნათქვამია განცხადებაში.