„ქვეყანაში ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის.. ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში“ – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ გადაცემაში “იმედი LIVE“ ისაუბრა.
კითხვას „რისთვის მიდის ახლა ბრძოლა ქვეყანაში“, სტურუა ასე პასუხობს:
“ფულისთვის. ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში. მე-19 საუკუნეში ყველა პიესაში, ვისაც უყვარს ფული არ არის ქართველი. მეოცე საუკუნეში, რომ დაიწყო – ფულის გამო ყველაფერს ჩაიდენენ. უბრალოდ სირცხვილია. ჩემი ერის ასეთი წარმომადგენელი მეზიზღება“ – თქვა რობერტ სტურუამ.