რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დღევანდელი 28 აპრილს, თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში? “მეტრონომის” მიერ დემონსტრანტების რაოდენობის მიახლოებითი დათვლით, მათი რაოდენობა მინიმუმ 120 ათასი იყო, მაქსიმუმ კი — 160 000.
დემონსტრაციისა თუ სხვა ხალხმრავალი ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის ზუსტად გამოთვლის მცდელობა ამაოა. შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებითი მასშტაბების დადგენა, რისთვისაც”მეტრონომმა” გამოიყენა მეთოდი, რომელსაც მრავალი წელია, არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება მიმართავს.
მეთოდი გულისხმობს აკურატულად გამოთვლას იმ ტერიტორიის ფართობისა, რომელზეც კონკრეტული აქციის მონაწილეები არიან განლაგებულნი. მიღებული ფართობი შეიძლება გამრავლდეს სამზე, ღონისძიების განსაკუთრებული სიმჭიდროვის შემთხვევაში კი — ოთხზე.
28 აპრილის “არა რუსულ კანონს” დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – რესპუბლიკის მოედნამდე ტერიტორიას.
საორიენტაციოდ სწორედ ეს ტერიტორია ავიღეთ, რომლის ფართობი, 45 000 კვ.მ.-ს შეადგენს.
ჩვენს გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე შიდა ქუჩები, სადაც მეტრონომის რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები.
ტერიტორიის ფართობი გავამრავლეთ 3-ზე, 3.5-სა და 4-ზე.
მიღებული მიახლოებითი შედეგის თანახმად გამოდის, რომ დღევანდელ აქციაში, მინიმუმ, 120 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 140 000, მაქსიმუმ კი — 160 000.
აღნიშნული რიცხვები არ ასახავს აქციის მონაწილეთა ზუსტ რაოდენობას. მისი დადგენა, როგორც ამ, ისე სხვა მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზემოხსენებული მეთოდით “მეტრონომმა” მხოლოდ მიახლოებითი რაოდენობა დათვალა.
მეტი დამაჯერებლობისთვის სტატიას თან ვურთავ დრონით გადაღებულ ვიდეოს კადრებს:
@lashababukhadia 120 ათასი ქართველი რუსთაველზე რუსული კანონის წინააღმდეგ 🇬🇪👏 გააზიარეთ რათა ყველამ ნახოს #გააზიარეთ #არარუსულკანონს ♬ оригинальный звук – Saqartvelo🇬🇪
ფ
ფოტო : Ezz Gaber