Saturday, July 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ ვიმსახურებ ამ გულისწყვეტას, მამა… კარგად იცი ბილწსიტყვაობა არ მომწონს, მაგ ხალხთან ერთად მეც ვდგავარ აქციებზე” – ოცნების მაღალჩინოსნები შვილებს ვერ არწმუნებენ რუსული კანონის სისწორეში

April 27, 2024
“არ ვიმსახურებ ამ გულისწყვეტას, მამა… კარგად იცი ბილწსიტყვაობა არ მომწონს, მაგ ხალხთან ერთად მეც ვდგავარ აქციებზე” – ოცნების მაღალჩინოსნები შვილებს ვერ არწმუნებენ რუსული კანონის სისწორეში

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს ლაშა გვა­სა­ლი­ას “აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის” მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რამ­დე­ნი­მე ქა­ლის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ამის დას­ტუ­რად გვა­სა­ლი­ას პოს­ტი მოჰ­ყავთ, რო­მე­ლიც მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ზუგ­დი­დელ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს – ცა­ბუ­ნია ვარ­თა­გა­ვას, ივდო ოტო­ბარს და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია “დრო­ას” წევრ მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვას მი­მარ­თავს.

ლაშა გვა­სა­ლია, რო­მე­ლიც პო­ე­ტი­ცაა, ფე­ის­ბუქ­ზე ძი­რი­თა­დად სა­კუ­თარ ლექ­სებს აქ­ვეყ­ნებს. ბოლო დღე­ებ­ში კი მის პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებ­ში ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი და სექ­სის­ტურ ტერ­მი­ნო­ლო­გია შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

რას წერს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?

“ჩეჩ­მა ცა­ბუ­ნია ვარ­თა­გა­ვას კი­დევ ერთი გა­ურ­კვე­ვე­ლი სქე­სის წუნ­წუ­ხი მა­რი­ამ სი­ჭი­ნა­ვა ამო­უდ­გა გვერ­დით, ღა­მის ქო­თა­ნი და უსა­ზი­ზღრე­სი არ­სე­ბა, უვი­ცი, ბო­გა­ნო, ჭი­აფ­სე­ლა და ილან­ძღე­ბი­ან ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით. თქვენ ვინ უნდა ლან­ძღოთ ქუ­ჩის ქა­ლე­ბო, ძაღ­ლთა წი­ლად დარ­ჩე­ნი­ლო ნეხვმღი­ლე­ბო. თქვე­ნის­თა­ნე­ბის ქვე­ყა­ნა არ გვინ­და და იმი­ტო­მაც მი­ვი­ღებთ იმ კა­ნონს. ფუ, აყ­რო­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ჭუ­ე­ბი” – წერს გვა­სა­ლია, რის შემ­დე­გაც მის მი­მართ უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა.

"არ ვიმსახურებ ამ გულისწყვეტას, მამა... კარგად იცი ბილწსიტყვაობა არ მომწონს, მაგ ხალხთან ერთად მეც ვდგავარ აქციებზე" - ოცნების მაღალჩინოსნები შვილებს ვერ არწმუნებენ რუსული კანონის სისწორეში

გვან­ცა გვა­სა­ლია, ლაშა გვა­სა­ლი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­მის მი­მართ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ლან­ძღვას და ძა­ლა­დო­ბას გმობს. თუმ­ცა გან­მარ­ტავს, რომ “ამის გამო მა­მის და­კარ­გვას არ აპი­რებს”.

“არ ვარ თბი­ლის­ში, გა­სუ­ლი ვარ ქა­ლა­ქი­დან, სა­ერ­თოდ არ ვიცი რა ხდე­ბა, უცებ მიგ­დე­ბენ რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ სქ­რი­ნებს მა­მა­ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვი­ღებ ათას და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ “შემ­კო­ბას”. ყვე­ლამ, ვინც კი ოდ­ნავ მა­ინც მიც­ნობს, იცის რომ “ნა­ცე­ბიც” და “ოც­ნე­ბაც” ერ­თნა­ი­რად მე­ზი­ზღე­ბა იმ და­ნა­შა­ულ­თა გამო, რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე აქვთ ჩა­დე­ნი­ლი.

არც ერთ პრო­ტესტს არ უარ­სე­ბია ისე, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მხა­რეს არ ვმდგა­რი­ყა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, კარგ იდე­ებს და იდე­ა­ლებს ხში­რად არც თუ ისე კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბიც ეწე­ბე­ბი­ან, ახ­ლან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია, თუნ­დაც ჩემი ჩათ­რე­ვის მცდე­ლო­ბა, ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. არა­ერ­თხელ გა­მიჟ­ღე­რე­ბია, რომ მე და მა­მას ერ­თნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ ამის გამო მა­მის და­კარ­გვას და ლან­ძღვას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ. ეგაა ზუს­ტად რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა, რომ ერ­თმა­ნეთს გა­დაგ­ვკი­დონ ყვე­ლა­ნი და ჩვე­ნი ერ­თო­ბა და ის იდე­ა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს ქარ­თვე­ლე­ბად გვაქ­ცევს, გა­ა­ნად­გუ­რონ. ესეც რომ არა, ჩემ­თვის ოჯა­ხი ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი რამ არაა, რომ­ლის აღე­ბა და სა­დღაც გვერ­დით გა­და­დე­ბა ნორ­მა­ლუ­რია.

არ ვიცი ამის მო­ლო­დი­ნი სა­ერ­თოდ რა­ტომ არ­სე­ბობს. მა­მა­ჩე­მი თუ გას­ხი­ვოსნ­დე­ბა სი­კარ­გის­გან, მა­ში­ნაც მა­მა­ჩე­მი იქ­ნე­ბა და თუ და­ე­ცე­მა – მა­ში­ნაც. ესაა ოჯა­ხის დე­ფი­ნი­ცია ჩემ­თვის. ცხა­დია სხე­ულ­ზე თუ სხვა სა­ხის შე­ი­მინგს, ლან­ძღვას და მსგავს რა­მე­ებს ვგმობ. რო­გორც სხვე­ბის, ასე­ვე მა­მას მხრი­და­ნაც. რაც ზო­გა­დად არას­წო­რად მი­მაჩ­ნია, ოდეს­მე ის რომ გა­ვა­მარ­თლო, გული ამე­რე­ვა სა­კუ­თარ თავ­ზე.

არ ვიცი რა უთან­ხმო­ე­ბე­ბი გაქვთ სა­მეგ­რე­ლო­ში ერ­თმა­ნეთ­თან, არც ის ვიცი, რამ გა­ნა­პი­რო­ბა მა­მას ამ ზო­მამ­დე მის­ვლა, უჩე­მო­დაც გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ნამ­დვი­ლად არ უჭირს სათ­ქმე­ლის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, თუმ­ცა, თუ ადა­მი­ანს შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნებ, მკვდარ-ცო­ცხალს ამო­უტ­რი­ა­ლებ და ა.შ არც მისი გან­რის­ხე­ბა უნდა გა­იკ­ვირ­ვო. არ მგო­ნია აქ სქესს რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­დეს. მთელ ქარ­თულ ოც­ნე­ბას გა­დაბ­ლო­კი­ლი ვყა­ვარ მეც თა­ვი­ანთ გვერ­დებ­ზე, მაგ­რამ ამის მი­ზე­ზი გარ­დაც­ვლი­ლი მა­მის მი­წა­ში ტრი­ა­ლი, **ეოს ძა­ხი­ლი და მათი შვი­ლე­ბის­თვის მი­წე­რა არც ერთხელ არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლაფ­რამ­დე ადა­მი­ა­ნი უნდა იყო ჯერ და სახე არ უნდა და­კარ­გო. ალ­ბათ კი­დევ ვიდ­გე­ბით ერთ მხა­რეს, მი­ნი­მუმ ამ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა თქვენ­თან მე­გობ­რო­ბა, თუ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს მენ­დო­მე­ბა. ახლა და­ვის­ვე­ნებ, თქვე­ნის ნე­ბარ­თვით” – წერს გვან­ცა გვა­სა­ლია.

"არ ვიმსახურებ ამ გულისწყვეტას, მამა... კარგად იცი ბილწსიტყვაობა არ მომწონს, მაგ ხალხთან ერთად მეც ვდგავარ აქციებზე" - ოცნების მაღალჩინოსნები შვილებს ვერ არწმუნებენ რუსული კანონის სისწორეში
ლაშა გვა­სა­ლია

 

ამის შემ­დეგ მამა-შვილს შო­რის სა­უ­ბა­რი სწო­რედ პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს:

ლაშა გვა­სა­ლია: შენს მე­გობ­რებ­თან კი ისე ვჩან­ვარ, თით­ქოს ამაღ­ლე­ბუ­ლი და სა­ოც­ნე­ბო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვიყო და ამის­თვის ვიღ­ვწო­დე. მე ვებ­რძვი უვი­ცო­ბას, სი­ბილ­წეს, ნარ­კო­მა­ნი­ას, გა­თახ­სი­რე­ბას და იდენ­ტო­ბის და­კარ­გვას. სა­ქარ­თვე­ლო სხვა სი­მაღ­ლეა, სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვიდ­რე ბევრ ყა­სიდს წარ­მო­უდ­გე­ნია ან მი­აჩ­ნია. მთა­ვა­რი – ეს შენ უნდა და­გე­წე­რა, შენ­გან მარ­თა­ლი და გო­ნი­ე­რი სი­ტყვის შე­წე­ვას ვე­ლო­დი, მით უფრო შენი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოს, მაგ­რამ … ხდე­ბა თურ­მე… არა­მუ­შავ…მო­მი­ტე­ვე…”.

გვან­ცა გვა­სა­ლია: “ეს პოს­ტი იმათ­თვი­საა, ვინც მომ­წე­რა. და­ცე­მაც უტ­რი­რე­ბაა, იმის აღ­სა­ნიშ­ნად რომ რაც არ უნდა გა­ა­კე­თო, მა­ინც მა­მა­ჩე­მი იქ­ნე­ბი და არ მი­ვი­ღებ იმ მო­ლო­დი­ნებ­სა თუ რჩე­ვებს რაც მომ­წე­რეს. მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში ვერ ვი­სა­უბ­რებ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რო­მელ­საც არ ვიც­ნობ, რა­ზეც ვფლობ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას, ის დავ­წე­რე. კარ­გად იცი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა და მასე პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა არც მე მომ­წონს, მაგ­რამ ეს არ გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ხალ­ხმა ჩემს მინ­და­ზე იცხოვ­როს და ჩემ­თვის არ მო­სა­წონ ადა­მი­ა­ნებ­თან ვე­რა­ფერ­მა სა­ერ­თომ ვერ გა­დამ­კვე­თოს. მაგ ხალ­ხთან ერ­თად მეც ვდგა­ვარ, იმ აქ­ცი­ებ­ზე ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი და სწო­რი ხალ­ხიც. ვი­ღა­ცე­ბის არ მო­წო­ნე­ბის გამო რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გა­მარ­თლე­ბას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­ვიჩ­ნევ სწო­რად. მჯე­რა, რომ კარ­გი გან­ზრახ­ვა გა­მოძ­რა­ვებს, მაგ­რამ ამ კარ­გი რა­ღა­ცე­ბის მიღ­წე­ვა დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია. არ ვიმ­სა­ხუ­რებ ამ გუ­ლის­წყვე­ტას, მამა. პო­ლი­ტი­კო­სი შენ ხარ, შენ უნდა გენ­დო­ბოდ­ნენ და შენი სჯე­რო­დეთ, ოჯა­ხის წევ­რს რომ მოს­წონ­ხარ და უყ­ვარ­ხარ, ეგ ხალ­ხის­თვის არა­ფერს ამ­ბობს”.

ლაშა გვა­სა­ლია: “გვან­ცა, პო­ლი­ტი­კურ ველს სად ხე­დავ შენ? ფა­ლო­სი­თა და ქალ­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბით მოყ­ლურ­ტუ­ნე ხალ­ხთან? და ამ ხალ­ხს უნდა ევ­რო­პა? ესაა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი?ვის უნდა სჯე­რო­დეს ჩემი – უზ­ნეო არამ­ზა­დებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ, იმათ?”.

გვან­ცა გვა­სა­ლია: “ყვე­ლამ ისე უნდა გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი თავი, რო­გორც სურს. მე მყავს ისე­თი წრე, რო­გო­რიც მომ­წონს, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია და არ­ცაა სწო­რი მხო­ლოდ ჩემი მო­სა­წო­ნი ხალ­ხი და­ვა­სახ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს რო­დის, რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში, ან სად არ­სე­ბუ­ლა? ნუ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას არ ვგუ­ლის­ხმობ, გან­ვი­თა­რე­ბულ, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი.

ევ­რო­პა უნდა ყვე­ლას, ვი­საც თავ­ში ტვი­ნი აქვს, ყვე­ლა სხვა­დას­ხვა რა­მეს ეძებს მაგ ევ­რო­პა­შიც, შენ­თვის თუ ზნე­ობ­რი­ო­ბის მწვერ­ვა­ლია, ვი­ღა­ცის­თვის თა­ვის თა­ვად ყოფ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვი­ღა­ცის­თვის მეტი და­ცუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, ვი­ღა­ცის­თვის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის, სხვა ქვეყ­ნებ­ში მარ­ტი­ვად მოგ­ზა­უ­რო­ბის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ბე­ნე­ფი­ტე­ბის მი­ღე­ბის შან­სი და ა.შ ნე­ბის­მი­ე­რი მარ­ტი­ვი რა­მით და­წყე­ბუ­ლი, დიდი რა­მე­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

მთა­ვა­რია, რომ უნ­დათ და მთა­ვა­რია, რომ რუ­სე­თის­გან სხვა ვე­რა­ფე­რი დაგ­ვი­ცავს. არამ­ზა­დებს რაც შე­ე­ხე­ბა, ყველ­გან არი­ან, თუმ­ცა იქ არამ­ზა­და­ზე მეტი გუ­ლან­თე­ბუ­ლი, ნა­თე­ლი მო­მავ­ლის მო­სურ­ნე, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლაღი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა დგას. სწო­რედ მათ უნდა სჯე­რო­დეთ იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ვი­საც სა­კუ­თარ ხმად ირ­ჩე­ვენ, უბ­რა­ლოდ ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­გის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვაქვს და ვცდი­ლობთ ისე გა­ვა­კე­თოთ, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­და­ნა­წილ­დეს და ყვე­ლა ბერ­კე­ტი ერთი კა­ცის, ან ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის ხელ­ში არ აღ­მოჩ­ნდეს, რო­გორც ეს ნა­ცე­ბის დროს, ან ახ­ლაა”.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „კიდევ ერთი საოცრად კეთილი და თბილი ბავშვი დავკარგეთ…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • “მეგობარს უთხრა, მალე თეთრ კაბას ჩავიცვამო… გული უგრძნობდა”- ტრაგიკულად დაღუპული 19 წლის გოგოს დედა მიმართვას ავრცელებს
  • კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge