23 აპრილი
ეს დღე საკუთარ თავთან ჩაღრმავებისთვის შესანიშნავია. დაფიქრდით თქვენს ემოციებსა და განწყობებზე. იყავით გულწრფელი, აღნიშნეთ, რა გაღიზიანებთ, რის შეცვლას ისურვებდით. მოვლენების ობიექტურად გაანალიზება, შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა დაგეხმარებათ, არსებულ გამოწვევებს უკეთესად გაუმკლავდეთ და ემოციურადაც თავი კარგად იგრძნოთ.
24 აპრილი
ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მშვიდად, აუჩქარებლად გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომებისა და არასასურველი გადაწყვეტილებების მიღების რისკი დიდია. ამიტომ, იყავით ყურადღებით, ნუ აჩქარდებით და შეეცადეთ, დრო დასვენებისთვისაც დაიტოვოთ.
25 აპრილი
ამ დღეს შესაძლოა, არასტანდარტული გადაწყვეტილებები მიიღოთ და გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ. აღმოჩენების, საკუთარი თავის გამოცდისა და ტრანსფორმაციის პერიოდია.
26 აპრილი
ის, რასაც ამ დღეს წამოიწყებთ, მალევე გაიზრდება და წარმატებულ ინვესტიციად გადაიქცევა. ამიტომ, თუკი რაიმეს წამოწყება, შესწავლა, შეცვლა გსურთ, ეს დღე გამოიყენეთ. წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.
27 აპრილი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ, ხშირად შეამოწმოთ ტელეფონი, საფულე, მნიშვნელოვანი ნივთები, რომ არსად დაგრჩეთ, ან არ დაკარგოთ. შეამოწმეთ თითოეული შეთავაზება, ინიციატივა, რადგანაც მანიპულაციის რისკი დიდია.
28 აპრილი
ამ დღეს შესაძლოა, რაღაც სრულიად არაპროგნოზირებადი მოხდეს. შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც დიდი ხანია, კომუნიკაცია აღარ გაქვთ. საქმიან ურთიერთობებში, პირად ცხოვრებაში შეიცვალოს რაღაც, რაზეც წინასწარ არ გიფიქრიათ და არაფერი იცოდით.