Thursday, July 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

პეტრე კოლხი ამ წუთებში ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

April 20, 2024
პეტრე კოლხი ამ წუთებში ძალიან სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მამა პეტრე სოციალურ ქსელში ბიძაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„ჩემო გულო, ჩემი ბავშვობის ყველაზე თეთრო, სპეტაკო და უზარმაზარო წერტილო, დამთავრდა ბავშვობა, რომელიც ჩვენს ოდაბადეში, წალენჯიხის ულამაზეს სოფელ ჯგალში, ჩვენს საკვარაცხელიოში დაიწყო…

უხერხულია ბიძაშვილი, მამის ძმისშვილი გიწოდო, ჩემი უფროსი ძმა იყავი… საამაყო, საიმედო, არძოში უჯგუში ჯიმა…

ჩვენი პატარა სახლის პარმაღზე, მზის ჩასვლისას მივეწყობოდით ერთმანეთს და იწყებოდა მითთა ჟამის ისტორიების გახსენება… ერთმანეთს ვასწრებდით… მერე მზის უკანასკნელი სხივებით აფერადებულ ეგრისის ქედს გავხედავდით და ვაგრძელებდით ცოდნის გადამოწმებას…

პაატა, აბა იმ მთის წვერს რატომ ჰქვია ცაში კიბული, ან რომელი ქედია გრანელის სახელობის, მკითხავდი…
ჩვენ ერთად გავიკვალეთ გზა ჭანისწყლისკენ, ჩვენი ბაბუის ნაქონი ყანებისკენ, სოფლის ანკარა წყაროებისკენ, სანუკვარი ბებიის საფლავისკენ… მდუმარედ ნათქვამი, ,,ყებურის” პირას მოსაყოლი ამბებისკენ…

ერთმანეთს ვურჩევდით წიგნებს, ავტორებს, ნაწარმოებებს…

შენ კი ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი წიგნი იყავი, ჩემი ჯაბუტია…

ვერ იტანდი შექებას, არც ბევრ მოკითხვას პასუხობდი… შენზე თითქმის არ ვიცოდით, რა გტკიოდა, რას განიცდიდი, ჩვენ კი პირველი შენთან გამოვრბოდით… არადა, თურმე რამდენი გტკიოდა, თურმე რამდენს უძლებდი…

სიცოცხლეში არასდროს მითქვამს, როგორ მიყვარდი, არ მიიღებდი, გაბრაზდებოდი… ახლა თამამად ვამბობ, ჩემო კოჩანიერო კოჩო…

როგორ დამასწარი ჩვენი მონატრებული სოფლის მიწის გულში ჩახუტება…

მთელი პლანეტა მოვლილი გქონდა… ისწავლე ინგლისში, გერმანიაში, წარჩინებით დაამთავრე დედა უნივერსიტეტი, მაგრამ ბოლოს მაინც, ძალიან ადრე მიაშურე ჯგალის, წინაპრების ძვლებით გაპოხიერებულ მიწას, რომელიც იქ ყოფნის დროსაც გენატრებოდა…

ჩემზე მეტად, ჩემს შვილს-დაჩის გაუჭირდება უშენობა… შვილი რომ მყოლოდა, დაჩიზე მეტად არ მეყვარებოდაო, იტყოდი… ასე ნაადრევად დაადგა ცაში კიბულის აღმართს და სამუდამოდ შეერწყა ეგრისის იდუმალ ქედებს იქ, სადაც მიწა მთავრდება და ღმერთი იწყება… ჩემი საამაყო ჯაბა კვარაცხელია!“ – წერს მოძღვარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც გონიოში ავარიას ემსხვერპლა
  • პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს
  • დაღუპულია 23 წლის ბიჭი – ტრაგედია გონიოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge