Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მამა პეტრე კოლხი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

April 20, 2024
მამა პეტრე კოლხი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

პეტრე კოლხი მისი უახლოესი ნათესავის, ბიძაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ჩემო გულო, ჩემი ბავშვობის ყველაზე თეთრო, სპეტაკო და უზარმაზარო წერტილო, დამთავრდა ბავშვობა, რომელიც ჩვენს ოდაბადეში, წალენჯიხის ულამაზეს სოფელ ჯგალში, ჩვენს საკვარაცხელიოში დაიწყო…
უხერხულია ბიძაშვილი, მამის ძმიშვილი გიწოდო, ჩემი უფროსი ძმა იყავი… საამაყო, საიმედო, არძოში უჯგუში ჯიმა…
ჩვენი პატარა სახლის პარმაღზე, მზის ჩასვლისას მივეწყობოდით ერთმამეთს და იწყებოდა მითთა ჟამის ისტორიების გახსენება… ერთმანეთს ვასწრებდით… მერე მზის უკანასკნელი სხივებით აფერადებულ ეგრისის ქედს გავხედავდით და ვაგრძელებდით ციდნის გადამოწმებას…
პაატა, აბა იმ მთის წვერს რატომ ქვია ცაში კიბული, ან რომელი ქედია ტგრანელის სახელობის, მკითხავდი…
ჩვენ ერთად გავიკვალეთ გზა ჭანისწყლისკენ, ჩვენი ბაბუის ნაქონი ყანებისკენ, სოფლის ანკარა წყაროებისკენ, სანყკვარი ბებიის საფლავისკენ… მდუმარედ ნათქვამი, ,,ყებურის” პირას მოსაყოლი ამბებისკენ…
ერთმანეთს ვურჩევდით წიგნებს, ავტორებს, ნაწარმოებებს…
შენ კი ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი წიგნი იყავი, ჩემი ჯაბუტია…
ვერ იტანდი შექებას, ვერც ბევრ მოკითხვას პასუხობდი… შენზე თითქმის არ ვიცოდით, რა გტკიოდა, რას განიცდიდი, ჩვენ კი პირველი შენთან გამოვრბოდით… არადა, თურმე რამდენი გტკიოდა, თურმე რამდენს უძლებდი…
სიცოცხლეში არასდროს მითქვამს, როგორ მიყვარდი, არ მიიღებდი, გაბრაზდებოდი… ახლა თამამად ვამბობ, ჩემო კოჩანიერო კოჩო…
როგორ დამასწარი ჩვენი მონატრებული სოფლის მიწის გულში ჩახუტება…
მთელი პლანეტა მოვლილი გქონდა… ისწავლე ინგლისში, გერმანიაში, წარჩინებით დაამთავრე დედა უნივერსიტეტი, მაგრამ ბოლოს მაინც, ძალიან ადრე მიაშურე ჯგალის, წინაპრების ძვლებით გაპოხიერებულ მიწას, რომელიც იქ
ყოფნის დროსაც გენატრებოდა…
ჩემზე მეტად, ჩემს შვილს-დაჩის გაუჭირდება უშენობა…
შვილი რომ მყოლოდა, დაჩიზე მეტად არ მეყვარებოდაო, იტყოდი…
ასე ნაადრევად დაადგა ცაში კიბულის აღმართს და სამუდამოდ შეერწყა ეგრისის იდუმალ ქედებს ჩემი საამაყო ჯაბა კვარაცხელია!..” – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge