ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის „ვოცაფში“ გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც, სავარაუდოდ, „აგენტების კანონის“ გაშუქების კუთხეს ეხებოდა, წაშლილია. ნინო შუბლაძე ამბობს, რომ ის მას თავად არ დაუწერია.
„ეს თემა ასაწევია, როგორ იყენებენ ფეხბურთელებს, თან ძებნილი [დავით] კეზერაშვილი აკეთებს კომენტარს, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდა?!“, – ეწერა 10:04 საათზე ნინო შუბლაძის „ვოცაფში“ გამოქვეყნებულ „სთორიში.“
ჟურნალისტი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დღეს დილით ის მეგობრის სატელეფონო ზარმა გააღვიძა, რომელმაც უთხრა, რომ „უცნაური სთორი“ გამოაქვეყნა.
„შევვარდი „ფეისბუკში“, მერე „ინსტაგრამზე“ შევამოწმე, წარმოდგენა არ მქონდა, რომ „ვოცაფის“, სთორი ჰქონდა… მე აღარ ვაქცევ ყურადღებას მედიაში იმდენი რამ ვრცელდება დისკრედიტაციისთვის. ვმუშაობ და ვცდილობ, ჟურნალისტურ სტანდარტებს არ გავცდე, ესაა ჩემი სათქმელი. „სკრინები“, სადაც უნდა ატარონ“, – ამბობს ნინო შუბლაძე.
მისი თქმით, ეს სტატუსი მას არ დაუწერია და მის მოწყობილობაში სხვა ადამიანმა შეაღწია.