“ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს”– ასე ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე “უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის” კანონპროექტის თაობაზე ქვეყანაში არსებულ დიდ პროტესტს.
“და ერთიც: ხომ არის ხოლმე, რაღაც უცნაური, შეგუებული მიდგომა: სპორტსმენია და ბურთი აგოროს, ან მუშტი მოიქნიოს – მეტი არ ევალება და სხვანი. არა, ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს.
ილაპარაკეთ თამამად და ხშირად. ხომ გსმენიათ ასეთი გამოთქმა, უფრო მოანდაზო კონსტრუქცია, ბარემ არაერთ ჩემს კარგ ნაცნობს რომ მიესადაგება: ,,პავლეს რა უჭირს, ჭკვიანია, ხმას არ იღებს და არის კარგად.” ყალბი ლოგიკაა ეგ, მავნე და ჭაობისმოყვარულთა. რადგან, თუ ხმას არ იღებ – ან ჭკვიანი არ ხარ და ან კარგად ვერ იქნები”, – წერს კეკელიძე.