Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ორივე ნაცემია, დაზიანებები აქვთ” – აქციაზე ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები დააკავეს

April 17, 2024
“ორივე ნაცემია, დაზიანებები აქვთ” – აქციაზე ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები დააკავეს

ძმები, გიგა ჯოხაძე (მარცხნივ) და სანდრო ჯოხაძე (მარჯვნივ) 16 აპრილის ღამეს პარლამენტთან “აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

"ორივე ნაცემია, დაზიანებები აქვთ" - აქციაზე ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები დააკავეს

16 აპრილს გვიან ღამით პარლამენტთან “აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები ნაცემები არიან, – ამბობენ მათი თანამოაზრეები.

გიგა ჯოხაძე კვლევითი ცენტრის, “ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარია. 18 წლის სანდრო ჯოხაძე სკოლის მოსწავლეა, აბიტურიენტი. “ჭავჭავაძის ცენტრის“ უფროსი მკვლევრის, გია ჯაფარიძის ცნობით, ისინი სასტიკად სცემეს.

დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ოჯახის წევრებისა და თანამშრომლებისთვის უცნობი იყო, სად გადაიყვანეს ისინი, შემდეგ კი იურისტების დახმარებით მიაგნეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, – რომელიც ჯოხაძეებს ინტერესებს იცავს, – რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ისინი დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ჯერ-ჯერობით ჯოხაძეების ახლობლებისთვის უცნობია, რა მუხლით დააკავეს ისინი და რას ედავებიან.

"ორივე ნაცემია, დაზიანებები აქვთ" - აქციაზე ძმები, გიგა და სანდრო ჯოხაძეები დააკავეს

“ორივე ნაცემია, ორივეს დაზიანებები აქვს და ეს იზოლატორის ექიმის ოქმშიც არის ასახული“, – ეუბნება „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი ნინო კალანდაძე რადიო თავისუფლებას.

კალანდაძის ცნობით, იზოლატორში ისინი უკვე ნაცემები გადაიყვანეს. კალანდაძის ინფორმაციითვე, ჯოხაძეების დაკავებას თანამშრომლები შეესწრნენ. ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც პარლამენტის მარჯვენა გვერდითა შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდებარედ, სხვა დემონსტრანტებთან ერთად იმყოფებოდნენ. დაკავებამდე პოლიციის თანამშრომლებმა „წიწაკის სპრეი“ შეასხეს დემონსტრანტებს. ამ კადრებში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია სანდრო ჯოხაძეს (ღია ფერის ჯინსებში გამოწყობილი, ტანზე საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული).

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წუხელ, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე ვიწრო ქუჩებში პოლიცია დასდევდა და სცემდა აქციის მონაწილეებს. პროტესტი შარშან დემონსტრაციების შედეგად გაწვეული “აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირებას მოჰყვა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. საერთაშორისო გამოხმაურებებს შორის რუსეთის ფედერაცია ერთადერთია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ტრაექტორიას უწონებს.

წყარო: რადიო თავისუფლება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას – განახლებული პროგნოზი
  • “ვხედავ, მტკვარში 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ…”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge