უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

როგორ ექცევიან “ზონაზე” გაუპატიურებისა და ქალის მკვლელობისთვის გასამართლებულებს

October 18, 2019
როგორ ექცევიან “ზონაზე” გაუპატიურებისა და ქალის მკვლელობისთვის გასამართლებულებს
Share on FacebookShare on Twitter

გასული კვირა ორი პრეცენდენტული საქმით დაგვამახსოვრდა. უფრო ზუსტად კი იმ გამოხმაურებით, რომელიც ამ საქმეებს მოჰყვა. საუბარია თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანსა და მის თანაშემწეს, თამთა თოდაძეს შორის მომხდარ ინციდენტსა და ხაშურში, ირაკლი დეკანოიძის მიერ მოკლული ყოფილი ცოლის, ნათია გოგალაძის საქმეებზე.

რა თქმა უნდა, ორივე საქმეზე გამოძიება თავის სიტყვას იტყვის და ჩვენ არც ვაპირებთ, სამართლებრივ ჭრილში განვიხილოთ ერთი, ან მეორე საქმე, მით უმეტეს, როცა რეალურად, ორივე ძალიან მძიმე ბრალდებაა.

ავიაბილეთები

საქმე ის გახლავთ, რომ როგორც კი მომხდარის შესახებ გახდა ცნობილი, სოციალურ ქსელში დიდი ამბავი ატყდა. საზოგადოების ნაწილი ჯიშკარიანის მხარეს იდგა და მსხვერპლად ის გამოჰყავდა, ნაწილს კი თოდაძე მიაჩნია მსხვერპლად.

რაც შეეხება მკვლელობას, ნაწილი მკვლელს ამართლებდა, ნაწილი – მოკლულს. მერე იყო, სატელევიზიო ჩართვისას, ილია ჯიშკარიანმა რომ განაცხადა, მირჩევნია მკვლელობაში ვიყო ბრალდებული, ვიდრე – ძალადობაშიო და ნეგატიური კომენტარების ახალი ტალღაც წამოვიდა.

თოდაძის მხარდამჭერები ირონიით წერდნენ, რა თქმა უნდა, ურჩევნია მკვლელობის ბრალდებით იყოს, რადგან კარგად იცის, რა ელოდება გაუპატიურების ბრალდებით შესულს ციხეშიო.

ატყდა მერე განხილვები, ვერსიები, ჯიშკარიანის სავარაუდო ბედზე მსჯელობა ციხეში და ა.შ.

რაც შეეხება მეორე საქმეს, ძალიან, ძალიან დიდი ალბათობით, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ დეკანოიძეს, არაერთი წლის გატარება მოუწევს გისოსებს მიღმა და, რაღა თქმა უნდა, ისიც საინტერესოა, რა ელის მას ციხეში?

შევეცდებით, მოგიყვეთ, ოფიციალური სასამართლოს შემდეგ, რა ბედი ელით ქალის მკვლელებსა და მოძალადეებს ციხის ე.წ. სასამართლოზე, სადაც მსაჯულებიც, პროკურორებიც, მოსამართლეებიც, ადვოკატებიცა და დამსწრე საზოგადოებაც მხოლოდ და მხოლოდ პატიმრებისგან შედგება.

შესაძლოა, ვინმესთვის საოცარია… პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე ადვილად, ცოლის მკვლელობის გამართლებაა შესაძლებელი ანუ ღალატის სიკვდილით დასჯა კრიმინალურ სამყაროში უცხო არ არის და ამიტომ, ღალატისთვის ქალის მოკვლაც, პირიქით, მისასალმებელია.

შესაბამისად, თუ ციხეში შედის პირი, რომელსაც სასჯელი ქალის მკვლელობისთვის მიუსაჯეს და ის ქალი ღალატისთვის მოკლა (არ აქვს მნიშვნელობა, ცოლია, შეყვარებულია, თუ მეგობარი გოგონა), ის პატიმრებისგან შევიწროებას არ განიცდის ანუ ერთი პატიმარიც არ ეტყვის, არასწორად მოიქცეიო.

შესაძლოა, გულში ვინმე სხვა რამეს ფიქრობდეს, მაგრამ ღალატისთვის მოკლული ქალის დაცვას ხმამაღლა ვერავინ გაბედავს. ციხეში მარტივადაა _ ყველა მოღალატე ქალი ბოზია და ტერმინი „ბოზებს სიკვდილი“, მარტივად მუშაობს.

თუ უფროდავკონკრეტდებით და სიღრმეებში წავალთ, უფრო საინტერესო დეტალებსაც გიამბობთ. მაგალთად, ცოლ-ქმარი დაშორდა, ორივეს თავისი ცხოვრება აქვს და ქმარყოფილმა გაიგო, რომ ცოლს სხვა კაცთან აქვს ურთიერთობა. აღიქმება თუ არა ეს ღალატად? რა თქმა უნდა, კი იმიტომ, რომ ის კაცი მისი კანონიერი ქმარი არ არის ანუ ქალი „ბოზობს“ და, მით უმეტეს, თუ შვილები ჰყავს, მაშინ ხომ საერთოდ, რა უნდა ისწავლონ შვილებმა ასეთი დედისგან.

კრიმინალური თვალსაზრისით, ამასაც გამართლება აქვს და ციხეში ამის გამო პასუხს არავინ მოგთხოვთ.

გამართლება აქვს დის მკვლელსაც კი, თუ და არ არის გათხოვილი და ისე აქვს ურთიერთობა სხვასთან. რა თქმა უნდა, ამას ვიღაც შეიძლება გაგებით მოეკიდოს, ვინმესთვის ჩვეულებრივი ამბავი იყოს, მაგრამ თუ ამ მიზეზით ანუ იმის გამო, რომ დას სექსი აქვს ქორწინების გარეშე და მისი მკვლელობისთვის ციხეში მოხვდით, კრიმინალური სამყაროსგან დამატებითი სასჯელი არ გელოდებათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ღალატის გამო ჩადენილი დანაშაული „ციხის კანონებით“ გეპატიებათ და არ აქვს მნიშვნელობა, რა დონის სისასტიკე გამოავლინეთ. მთავარია, შურისძიების ობიექტი მოღალატე პირი იყოს ანუ ის, ვინც ღალატობს, თორემ სხვისი დასჯა გაუმართლებლად ითვლება.

ახლა, რაც შეეხება გაუპატიურებას, ამ მიმართულებით, საქმე ცოტა რთულადაა. დავიწყოთ იმით, რომ ქართულ სინამდვილეში, შესაძლოა, გაუპატიურება გამართლებული იყოს არამარტო ციხეში, არამედ თავისუფლებაზეც. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დღესაც ხდება (არცთუ იშვიათად), რომ ცოლად მოყვანის მიზნით, ბიჭი გოგოს იტაცებს. რა თქმა უნდა, ძირითადად ეს მაშინ ხდება, როცა გოგო თანახმა არაა და რადგან ცოლობაზე არ არის თანახმა, იქ სხვა რამეებიც შედის. მამაკაცმა კი მოტაცებული ქალი რომ შეინარჩუნოს, ცდილობს, მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყაროს და ეს, ხშირ შემთხვევაში, ძალის გამოყენებით ხდება.

შემდეგ, საქმეში ერევიან მშობლები, ახლობლები, მოტაცებული ქალი ბევრს არ უნდა სახლში და ასე „მარტივად“ იქმნება ახალი ოჯახი. აი, თუ ქალმაც „გაჭედა“ და მშობლებმაც, გოგო შინ მიჰყავთ, ბიჭი _ ციხეში მიდის. ჰოდა, ციხეში ამ „გაუპატიურებისთვის“, მას არავინ არაფერს ეტყვის, რადგან „კეთილშობილური მიზნები“ ამოძრავებდა _ ცოლის მოყვანა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა, გოგომ და მისმა ოჯახმა „ვერ გაუგო“.

ისიც ვთქვათ, რომ არცთუ იშვიათად, ყველაფერი ეს არასრულწლოვნებთან მიმართებაში ხდება და ამისთვის ცალკე სასჯელია. ასეულობით შემთხვევაა, რომ არასრულწლოვანი გოგო რჩება ბიჭთან, შემდეგ შვილს აჩენს და უკვე სამშობიარო სახლი რეკავს, რომ არასრულწლოვანმა ბავშვი გააჩინა, საქმეში პოლიცია ერთვება და სრულწლოვანობის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის გამო, ბავშვის მამა ძირითადად, პირობით სასჯელს იღებს (2-დან 3 წლამდე) და სამშობირაო სახლიდან შვილთან ერთად, პირობითი სასჯელით დაჯილდოვებული ბრუნდება.

აი, როცა ისე ხდება გაუპატიურება, ან თუნდაც გაუპატიურების მცდელობა, რომ არც ოჯახია კავშირში და არც „სხვა კეთილშობილური გრძნობა“, შეიძლება ითქვას, რომ „კრიმინალური სამყარო“ იმაზე დაუნდობელია, ვიდრე სახელმწიფო სასამართლო. ასეთ შემთხვევაში „ზონაზე“ შესულ პირს, ჯერ გვარიანი ცემა-ტყეპა არ ასცდება (როცა ვამბოთ „გვარიანს“, ეს გულისხმობს ცემას კბილების ჩამტვრევითა და ნეკნების დამტვრევით), შემდეგ კი, ნაცემი პატიმარი ციხის საავადმყოფოდან რომ გამოვა, „ზონაზე“ აღარ აბრუნებენ და პირდაპირ „საქათმეში“ მიჰყავთ. იქ მოძალადეს ახალი განსაცდელი ელის და მოუწევს საკუთარ თავზე გამოსცადოს, რას ნიშნავს გაუპატიურება და სრულად შეიგრძნოს, რას გრძნობდა მისი მსხვერპლი, როცა ის აუპატიურებდა _ რას ფიქრობდა, რას განიცდიდა…

ასეთი პატიმარი ვერასოდეს მოიპოვებს ციხეში თანაგრძნობას და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმესთვის ანალოგიური დანაშაული ეპატიებინათ. მედალს მეორე მხარეც აქვს _ ხომ შეიძლება, სასამართლო შეცდეს, ვინმემ ვინმეს უსამართლოდ დააბრალოს გაუპატიურება (და არა მცდელობა) და სწორედ გაუპატიურებისთვის, კონკრეტულ ადამიანს ტყუილად მიუსაჯონ სასჯელი?

რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, მაგრამ გასამართლებულს გარეთ, თუ შიგნით მთელი ამბები აუტეხავს, ჩაურევია „კრიმინალური ავტორიტეტები“, ისინი თავდებად დადგომიან, ჩვენც ვიცით, რომ ტყუილიაო და გადარჩენილა, მაგრამ ასეთი რამ ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება.

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი – ორმაგად ისჯება ის, ვინც გაუპატიურებას მაშინ ჩაიდენს, როცა „საქმეზეა“. მაგალითად, რომელიმე ოჯახის საყაჩაღოდ შევიდნენ და იქ ვინმე გააუპატიურეს, ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს მოაწერეს ხელი. ასეთებს დანდობა არ აქვთ.

დანდობა არ აქვთ მათაც, ვინც ბავშვებს გააუპატიურებს და…

წყარო: გაზეთი “ვერსია”

 827 ნახვა

თეგები: ციხე

სხვა ამბები

კაცს ემიგრანტი ქალი სახლში ჰყავდა დატყვევებული და მასზე 3 დღის განმავლობაში ძალადობდა (საბერძნეთი)
კრიმინალური ამბები

კაცს ემიგრანტი ქალი სახლში ჰყავდა დატყვევებული და მასზე 3 დღის განმავლობაში ძალადობდა (საბერძნეთი)

January 10, 2023
ამერიკაში ქართველი პოლიციელი მოკლეს
კრიმინალური ამბები

ამერიკაში ქართველი პოლიციელი მოკლეს

January 6, 2023
სექსტრეფიკინგი, გაუპატიურება და ორგანიზებული დანაშაული – პოლიციამ ცნობილი ტიკ-ტოკერი დააკავა
კრიმინალური ამბები

სექსტრეფიკინგი, გაუპატიურება და ორგანიზებული დანაშაული – პოლიციამ ცნობილი ტიკ-ტოკერი დააკავა

December 30, 2022
🎥მაგდა პაპიძის და სკანდალურ კომენტარს აკეთებს – გამოძიება შესაძლოა თავდაყირა დადგეს
კრიმინალური ამბები

🎥მაგდა პაპიძის და სკანდალურ კომენტარს აკეთებს – გამოძიება შესაძლოა თავდაყირა დადგეს

December 26, 2022
ცნობილია რის გამო გაიმეტა მაზლმა რძალი მოსაკლავად
კრიმინალური ამბები

ცნობილია რის გამო გაიმეტა მაზლმა რძალი მოსაკლავად

December 22, 2022
🎥როგორ აკავებენ ნარკორეალიზატორებს – შსს კადრებს აქვეყნებს
კრიმინალური ამბები

🎥როგორ აკავებენ ნარკორეალიზატორებს – შსს კადრებს აქვეყნებს

December 20, 2022
შემდეგი ამბავი
როგორ გამოიყურება დღეს ბარბარე სამხარაძე, რომელმაც წონაში 25 კილო დაიკლო (+ფოტოები)

როგორ გამოიყურება დღეს ბარბარე სამხარაძე, რომელმაც წონაში 25 კილო დაიკლო (+ფოტოები)

“განსხვავებული აზრის მქონე მიშისტებს გვსდევნიან, ხაააალხოოოო ” – მეგი გოცირიძე

“განსხვავებული აზრის მქონე მიშისტებს გვსდევნიან, ხაააალხოოოო ” – მეგი გოცირიძე

პოპულარული

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი
საზოგადოება

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი

3 hours ago
თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება 25 საათით შეუწყდა – შეამოწმეთ თქვენი მისამართი
საზოგადოება

8 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართი

3 hours ago
„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი
საზოგადოება

„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი

4 hours ago
ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი მონღოლეთთან 6:1 მოგების შემდეგ
საზოგადოება

ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი მონღოლეთთან 6:1 მოგების შემდეგ

4 hours ago
🎥ვიდეო: ჩანაწერები, სადაც ჩანს რომ რამიშვილი გოგონას მასთან დაწოლას სთავაზობს – ნახეთ კადრები
საზოგადოება

🎥”თქვენთან სექ*ი არ მინდა -გინდა როგორ არ გინდა..” – რას ეუბნება ჩანაწერში რამიშვილი 22 წლის გოგოს

5 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი

March 25, 2023
თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება 25 საათით შეუწყდა – შეამოწმეთ თქვენი მისამართი

8 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართი

March 25, 2023
„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი

„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი

March 25, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი