Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არასოდეს დაიბაროთ მშობელი საყვედურის სათქმელად, ამით მშობელსა და მოსწავლეში ნდობას კარგავთ… ასჯერ რომ დავიბადო, ასჯერვე მასწავლებლობას ავირჩევ…” – ბავშვების საყვარელი პედაგოგი 37-წლიანი გამოცდილებით რუხის სკოლიდან

April 13, 2024
“არასოდეს დაიბაროთ მშობელი საყვედურის სათქმელად, ამით მშობელსა და მოსწავლეში ნდობას კარგავთ… ასჯერ რომ დავიბადო, ასჯერვე მასწავლებლობას ავირჩევ…” – ბავშვების საყვარელი პედაგოგი 37-წლიანი გამოცდილებით რუხის სკოლიდან

ნატო ჯანაშია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მენტორი მასწავლებელია. 37-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს და ამბობს, რომ მოსწავლეებთან, მშობლებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობამ ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა. თავის მხრივ, მრავალი წელია, საკუთარ ენთუზიაზმს, ცოდნასა და სიყვარულს ბავშვებს უზიარებს და ცდილობს, მათ ბევრი საინტერესო აქტივობა შესთავაზოს. თავისი გამოცდილების, მოსწავლეებთან ურთიერთობის, მშობელთა ჩართულობისა და ზოგადად, სკოლის როლის შესახებ თავად გვესაუბრება:

– შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ პედაგოგის პროფესიას ადრეული ასაკიდან ვეზიარე და შევიყვარე. დედაჩემი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო და მუდმივად მის გვერდით ვიყავი წამოსკუპებული. ერთხელ, როცა წერა-კითხვა ვისწავლე, გაკვეთილის გეგმის შედგენაც კი შევთავაზე. ასე რომ, მასწავლებლის პროფესიის არჩევაზე გადაწყვეტილება ბავშვობიდან მივიღე.

ახლაც ჩემი დევიზია – ასჯერ რომ დავიბადო, ასჯერვე მასწავლებლობას ავირჩევ. ეს დიდი პასუხისმგებლობა ყოველთვის გაცნობიერებული მქონდა, რადგან მიწევს მოსწავლის როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური აღზრდა.

ყოველთვის მიყვარდა პატარები და სწორედ ეს სიყვარული დამეხმარა, რომ ბავშვებთან კარგი ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა. რთული პერიოდი და წინააღმდეგობებიც მქონია, მაგრამ მთავარია, ამის გადაჭრა ჩემი შემოქმედებითი შრომით შევძელი.

– თქვენთვის, როგორც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაცია – როგორი მიდგომები გაქვთ და როგორ ახერხებთ, რომ სკოლაც შეაყვაროთ ბავშვებს და მასწავლებელიც?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ყოველთვის მიყვარდა პატარები, მათთან კონტაქტი, ურთიერთობა, თამაში მომწონდა. 9 წელი საბავშვო ბაღის გამგე ვიყავი. სწორედ ეს დამეხმარა, სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე მათთან სწორი კომუნიკაცია მქონოდა და მათში ნდობა და სიყვარული მომეპოვებინა. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მოსწავლეს სკოლა, სწავლის პროცესი არ უყვარს, არც აინტერესებს, რას ასწავლიან და რისი გაგება შეუძლია. სწორედ ამ დროს მასწავლებელსა და მშობელს განსაკუთრებული როლი აქვთ. ამ შემთხვევაში მოსწავლეს უნდა გავაგებინოთ, რომ სკოლა მარტო გაკვეთილები, საშინაო დავალებები, საკონტროლო წერები არ არის და რომ აქ მათ მეგობრები ელოდებიან. ძალიან ბევრი კლასგარეშე თამაშობა და სახალისო აქტივობა შეიძლება შევთავაზოთ. ამასთანავე, ბავშვებს უნდა მივცეთ წარმოდგენა და დავარწმუნოთ, რომ მასწავლებელი მათი უფროსი მეგობარია, რომელთანაც შეუძლია, ღიად ისაუბროს ნებისმიერ საკითხზე. მასწავლებელი ის ადამიანია, ვისაც შეუძლია ბოლომდე ენდოს. სწორედ ასეთი ურთიერთობა უქრობს მოსწავლეს სკოლაზე „საპატიმროს” წარმოდგენას და მასწავლებლის თბილი დამოკიდებულება მოსიყვარულე ადამიანად აქცევს. ამავდროულად, მსგავსი დამოკიდებულებით, მოსწავლე სკოლაში სწავლის სირთულესაც დაძლევს.

2-1683531581..jpg

– როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვთ მასწავლებელს მოსწავლის განვითარებასა და ცხოვრებისათვის მომზადებაში?

– მოსწავლისა განვითარებასა და ცხოვრებისთვის მომზადებაში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია. მასწავლებლებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლაში საქმე ადამიანებთან, პიროვნებებთან გვაქვს, რომელთა გადარჩენა და სწორ გზაზე დაყენება ჩვენი უპირველესი საზრუნავია. ისინი იმდენად ფაქიზი პიროვნებები არიან, რომ მათთან საუბრისას თითოეული სიტყვა აწონილ-დაწონილი და მოზომილი უნდა იყოს. თითქოს, ახალი პიროვნების “გამოძერწვა’’ და მისი სწორი გზაზე დაყენება თავიდან გვიწევს.

– თქვენ რა გეხმარებათ მოსწავლეებთან კარგი შედეგის მიღწევაში, რა მეთოდებს იყენებთ?

– სასურველია, სასწავლო მიზნების მისაღწევად მასწავლებელი სწავლების სხვადასხვა მიდგომასა და მეთოდებს იყენებდეს. ყველაზე მთავარ ამოცანად მიმაჩნია ის, რომ მასწავლებელს გათვითცნობიერებული ჰქონდეს, მოსწავლე ყველაზე კარგად მაშინ სწავლობს, როცა იგი აქტიურია, ქმედითია და არა მაშინ, როდესაც ქმედით ინსტრუქციებს მხოლოდ მასწავლებლისგან იღებს. მოსწავლე მხოლოდ ახალი მასალის მოყოლითა და ახსნით არ სწავლობს, არამედ წიგნებით, თანატოლებთან ურთიერთობით, დაკვირვებებით, კეთებით, საკუთარი გამოცდილებით, გარკვეული დოზით ინტერნეტით – თითოეული ეს საშუალება ნებისმიერ ეტაპზე შემიძლია, გამოვიყენო, მაგრამ მთავარია, პედაგოგიური თვალსაზრისით როგორ ვიყენებთ მათ.

წყარო: mshoblebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge