აპრილის მეორე ნახევრიდან ევროკავშირთან ერთად საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებს, სავარაუდოდ, საკუთარ თავზე აშშ აიღებს. კერძოდ, CNews-მა რამდენიმე დღის წინ
გაავრცელა ინფრომაცია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე განიხილეს საქართველოს საკითხი და ამ ეტაპისთვის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლიკენი ე.წ. საგზაო რუკის თეთრ სახლთან შეთახმების ეტაპზეა. რის შემდეგაც შესაძლოა, იგი ბლიც ტურნეს ფარგლებში საქართველოს, უკრაინას და თურქეთს ეწვიოს. ეს ვიზიტი მით უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე პროცესების ფონზე. ვაშინგტონსა და ბრიუსელში კარგად ესმით, რომ არასტაბილური საქართველო რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე რეალურად გამკვლავებას ვერ შესძლებს.
ბლინკენის ან სახელმწიფიო დეპარტამენტის სპეციალური წარგზავნილის ვიზიტის უშედეგოდ დასრულება, რომელსაც სავარუდოდ, ევროკაშირის წარმოადგენელიც შეუერთდება, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის და განსაკუთრებით ხელისუფლებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
ხელისუფლებას და ოპიზიციას მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა კი არა, გარკვეულ კომპრომისზე წასვლაც მოუწევს. ეს კომპრომისი კი შესაძლოა, ის იყოს, რომ მმართველი გუნდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარებას დასთანხმდეს. ოპოზიციამ კი ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში შევიდეს.
სხვათა შორის, იმას, რომ მოლაპარაკების გზა კიდევ არსებობს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეც ადასტურებს.
„სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ჩიხური, მაგრამ მე გამოსავალს ვხედავ. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის და რა ფორმატით იქნება. ვხედავ, რომ ეს დოკუმენტი შეგვიძლია საბაზისოდ ავიღოთ, დავამატოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი და დავამატოთ ასევე, რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზა და ამით შეთანხმება მოხდეს. შესაბამისად, ეს გზა არსებობს, მე მინდა შეთანხმების გზით სვლა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა ცოტა მაინც შევამსუბუქოთ, რომელიც დღეს არის და გადავერთოთ ეკონომიკის განვითარებაზე, ხალხის პრობლემებზე მუშაობაზე თუნდაც გამოვიყენოთ საპარლამენტო მექანიზმები ამისთვის, მაგრამ ამას სჭირდება შეთანხმება“, – აცხადებს ვაშაძე.
მართალია, მას არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ მედიატორები ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტას კატეგორიულად მოსთხოვენ, მაგრამ CNews-სთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, რომ თუ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვადამდელი არჩევნების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის გარეშე, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ამ სარჩევნო ბლოკს პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი დატოვებს.
ცნობისთვის: 6 აპრილს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა დაუშვა ალბათობა, რომ უმრავლესობამ ოპოზიციურ პარტიებთან, კერძოდ, იაგო ხვიჩიას „გირჩსა“ და „სტრატეგია“ შესაძლოა, ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყოს.
ამ ინფრომაციას ვაშაძის პარტიაში არ ადასტურებენ, თუმცა CNews-ის წყარო დაბეჯითებით ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხის გადაწყვეტის გარეშე, „სტრატეგია აღმაშნებელის“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, თაკო ჩარკვიანი ბლოკს გამოეთიშება და პარლამენტში არ შევა.
ამ ინფორმაციის გადამოწმება CNews-მა გიორგი ვაშაძესა და თაკო ჩარკვიანთან სცადა.
„ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვადასტურებ“, – განუცხადა CNews-ს თაკო ჩარკვიანმა.
რაც შეეხება ვაშაძეს, მან თქვა, რომ ამის შესახებ პირველად ესმის.
„მე ამის შესახებ არაფერი მსმენია,“ – აღნიშნა სააგენტოსთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ CNews-ის ინფორმაციით, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ასევე „ევროპულ საქართველოში“ და „ლელოში“ საკმაოდ ბევრია იმ პოლიტიკოსების რაოდენობა, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მანდატები მოიპოვეს, მაგრამ ვადამდელი არჩევნების საკითხის ერთმნიშვნელოვნად გადაჭრის გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
მედიატორების მხრიდან ოპოზიციის იძულებამ, შევიდნენ პარლამენტში, შესაძლოა, ან მოპალარაკებები შეიყვანოს ჩიხში, ან ოპოზიციის რიგებში გამოიწვიოს განხეთქილება.